in

გეცნობათ ეს პერსონაჟები 90-იანებიდან? – TAmOonz-ის 13 ილუსტრაცია

თუკი, ერთხელ მაინც გინახავთ, არასოდეს დაგავიწყდებათ მისი ხელწერა. თამუნა წახნაკიას (TAmOonz) საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან კარგად იცნობენ. ორიოდე წლის წინ, საერთაშორისო ჟურნალმა Robb Report ის 5 თანამედროვე ცნობილ ქალ სტრიტ არტისტს შორის დაასახელა. ბრიუსელში, საგამოფენოდ შერჩეულ ორმოც სტრიტ არტისტს შორის მოხვდა მისი ნამუშევრები. მის ილუსტრაციების სერიას, სახელწოდებით “ჩემი ქართული რეალობა”, თქვენ უკვე იცნობთ, თუმცა, პანდემიის დრომ შთაგონებას ახალი მიმართულება მისცა და TAmOonz-მა 90-იანებისთვის დამახასიათებელი პერსონაჟები შექმნა.

თამუნა წახნაკია: “დიდი ხანია მინდა გავაკეთო My Georgian Reality-ის გაგარძელება და ვფიქრობდი, რა თემით გამეკეთებინა. ისე აეწყო, პანდემიის დროს, ხშირად მომხვდა ყურში 90-იანები, როგორ იყო მაშინ, რას ვაკეთებდით და ა.შ. ერთ დღესაც, გადავწყვიტე ამ თემის აღება, პანდემიამ და ჩაკეტილობამ მოიტანა. ერთი თვის განმავლობაში გავაკეთე, სხვა საქმეების პარალელურად. საერთო ჯამში, ერთ ილუსტრაციაზე ერთი დღე მჭირდებოდა. სულ 13 ილუსტრაციაა – ყველაზე დასამახსოვრებელი რაც იყო იმ დროიდან.”

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

რატომ სჭირდებათ ჰობი დაკავებულ ადამიანებს ყველაზე მეტად?

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასმა“ Bureau Veritas-ის უსაფრთხოების სერტიფიკატი მიიღო