in

My GPS — კომპანია, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებელი გახადა

My GPS — ეს არის ციფრული ტექნოლოგიების კომპანია, რომელმაც პირველი ქართული GPS მოწყობილობების წარმოება დაიწყო და ბაზარზე უპრეცედენტო სერვისის მიწოდების შესაძლებლობა გააჩინა. ამჟამად ის ჯიპიეს მოწყობილობებს ავტომობილებზე ამონტაჟებს, რითაც შესაძლებელია ავტოპარკის 24-საათიანი ლაივ მონიტორინგი და საწვავის კონტროლი.

კომპანია უმაღლესი ხარისხის ევროპული პროდუქტით მუშაობს და ციფრული ტექნოლოგიების პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებს, GeliosSoft-ისა და Wialon-ის საშუალებით. მომხმარებელს ვთავაზობთ, ავტოპარკის და საწვავის LIVE რეჟიმში მონიტორინგს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მსოფლიოს 195 ქვეყანაში. ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით, მომხმარებელს საშუალება აქვს, აკონტროლოს საწვავის ხარჯი ავტომობილში, ტემპერატურა, ადგილმდებარეობა, გადაადგილება, სიჩქარე, მარშრუტი, შეძლოს მძღოლის იდენტიფიცირება და ძრავის დისტანციური გათიშვა“, — განმარტავს My GPS-ის გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი, ნიკა ზაალიშვილი. 

M: ნიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რა გამოცდილებას ფლობთ თქვენს სფეროში?

ბაზარზე ვფუნქციონირებთ 2007 წლიდან, ხოლო 2016 წლიდან ვფლობთ ISO სერტიფიკატს. კომპანია დაკომპლექტებულია დიდი გამოცდილების მქონე გუნდით. ჩვენ წლების განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც ქვეყნის წამყვან კერძო კომპანიებთან, ისე საჯარო სექტორთან.

M: ამდენწლიანი ფუნქციონირების ფონზე, რა გამოგარჩევთ ბაზარზე არსებული სხვა მსგავსი სერვისებისგან? რა არის თქვენი უპირატესობა?

პირველ რიგში, უდიდესი გამოცდილება, პროდუქტებისა და სერვისების მაღალი ხარისხი, მომხმარებელზე ორიენტირებულობა და რასაც ყველა ჩვენი მომხმარებელი ხაზგასმით აღნიშნავს — უსწრაფესი ტექნიკური დახმარება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. 

M: ტექნიკურ მხარეებზეც რომ ვისაუბროთ, რა ტიპის სენსორები გაქვთ და თუ არის შეზღუდვა, თუ რომელ ავტომობილს დაუმონტაჟდება ის?

მომხმარებელს ვთავაზობთ პრემიუმ ხარისხის ესტონური წარმოების საწვავის სენსორს, რომელიც იძლევა მიზერულ, საწვავის ავზის მაქსიმუმ 0.5 პროცენტამდე ცდომილებას, რაც ქართული ბაზრისთვის უკონკურენტოა. საწვავის სენსორებს, რომლებსაც ჩვენი კონკურენტი კომპანიები სთავაზობენ კლიენტებს, ხუთი პროცენტიდან ოცდაათ პროცენტამდე ცდომილება აქვს. ჩვენ კი ჯერ კიდევ 2014 წელს გადავწყვიტეთ ხმარებიდან ამოგვეღო ზემოხსენებული სენსორები, რადგან ვერ იძლევა რეალურ ინფორმაციას საწვავის მოხმარებაზე, ჩასხმა/ამოსხმაზე და საბოლოოდ, ტყუილად გაწეული ხარჯია მომხმარებლისთვის.

მსგავსი ტიპის სენსორების დამონტაჟება შესაძლებელია სოფლის მეურნეობის, სამშენებლო ტექნიკისა და სატვირთო ავტომობილების საწვავის ავზებში. ინდივიდუალურად ხდება მორგება საწვავის ავზზე და შემდგომ ჩვენი ტექნიკური ჯგუფი ახდენს კალიბრაციას, საწვავის რამდენიმეჯერ ჩასხმა/ამოსხმით, რათა მაქსიმალურად ზუსტად აღიქვას პროგრამამ ავზში საწვავის დონე.

M: რა რეალური შედეგები აქვს თქვენი სენსორის გამოყენებას მომხმარებლებისთვის?

ვფიქრობ, ამ შემთხვევაში უმჯობესი იქნება, თუ კონკრეტულ ციფრებზე ვისაუბრებთ და მაგალითისთვის მოვიყვან საქართველოს რკინიგზის თბომავლებზე განხორციელებულ პროექტს. ჩვენი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს რკინიგზამ 6 თვის მანძილზე 15 ტონა დიზელის საწვავის დაზოგვა შეძლო, რაც, დამეთანხმებით, შთამბეჭდავი რიცხვია და, დღევანდელი საწვავის ფასის გათვალისწინებით, დაახლოებით 55 000 ლარამდე დანაზოგს უდრის.

M: ძირითადად ვინ არის თქვენი სეგმენტი და რამდენია თქვენი მომსახურების საფასური?

ჩვენი სეგმენტი ძირითადად არის, როგორც ლოჯისტიკური, სადისტრიბუციო, ტაქსოპარკები და სხვა კომპანიები, ასევე კერძო ავტომობილების მეპატრონეები. GPS მოწყობილობის ღირებულება არის 180 ლარი, ხოლო ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი — 20 ლარი.

M: დაბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ჩვენს პარტნიორ კომპანია TELTONIKA-სთან და უახლოეს მომავალში მომხმარებელს შევთავაზებთ მოპედების, ცხოველების, მოხუცების ტრეკერებს, რაც, დარწმუნებული ვარ, სასიამოვნო სიახლე იქნება მათთვის, რადგან მსგავს პროდუქტზე დიდი ხანია, მზარდ მოთხოვნას ვაწყდებით ბაზარზე. 

[R]

რუბიკის კუბის აწყობას უკვე დალტონიკებიც შეძლებენ

ჰოლივუდის ყველაზე საყვარელი ყავის ამბავი