in

Myhome-ის კამპანია “შენი ზაფხული აქ არის” ტურიზმის ნაციონალური ჯილდოსთვის იბრძვის

ადამიანი უხსოვარი დროიდან მოგზაურობს. საუკუნეების წინ მას, ძირითადად, სავაჭრო ან საბრძოლო დანიშნულება ჰქონდა, ხოლო საერთაშორისო ავიახაზების განვითარებასთან ერთად, ტურიზმი ერთგვარ ტრენდად იქცა. წლების განმავლობაში ქართველი ტურისტები ასეულობით მილიონ ლარს ხარჯავდნენ უცხოეთში სამოგზაუროდ, სხვა ქვეყნების გასაცნობად და ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად. თუმცა, 2020 წელს საერთაშორისო ტურიზმი ადგილობრივმა ჩაანაცვლა და ჩვენ ყველამ თავიდან აღმოვაჩინეთ საქართველო. ის, რასაც აქამდე უცხო მხარეებში ვეძებდით, გვაოცებდა და გვიზიდავდა ჩვენ თვალწინ აღმოჩნდა.

ამ ყველაფრის შთაგონებითა და შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად Visa-სთან კოლაბორაციით, Myhome-მა შექმნა სპეციალური პლატფორმა rent.myhome.ge და დაიწყო კამპანია „შენი ზაფხული აქ არის“.

MY.GE-ის მარკეტინგის მენეჯერი მურთაზ ფუტკარაძე: “კამპანია მრავალი მიმართულებით იყო წარმოდგენილი ზაფხულის განმავლობაში. „ფორმულასთან“ ერთად შეიქმნა დილის რუბრიკა, სადაც გადიოდა სიუჟეტები Myhome-ის და ტელევიზიის ერთობლივი მოგზაურობის შესახებ საქართველოში. ვუჩვენებდით ჩვენი ქვეყნის მიმზიდველ ადგილებს, ტურისტულ სერვისებს სხვადასხვა რეგიონში და ადგილობრივ სამზარეულოს. ასევე, ჩვენი მომზადებული ვიდეორგოლები განთავსებული იყო Facebook გვერდზე და 2 მილიონამდე ადამიანმა ჩვენთან ერთად იმოგზაურა საქართველოს კუთხეეებში, ხოლო მოთხოვნა ზაფხულის განმავლობაში ტურისტულ ქონებაზე 35%-ით გაიზარდა“.

კამპანიის „შენი ზაფხული აქ არის“ განმავლობაში ციფრულ მედიაში თავსდებოდა სტატიები, რომელიც საქართველოში მოგზაურობის უკეთ დაგეგმვაში ეხმარებოდა მკითხველს, რათა უმოკლეს დროში ეპოვა გზები იდეალური ზაფხულის მოსაწყობად. ასევე, განთავსებული იყო მხიარული ტესტებიც და ყველაზე პოპულარული ინფლუენსერები ადგილობრივ ტურისტებს აძლევდნენ რეკომენდაციბს დასვენების დასაგეგმად. ხოლო MY.GE-ის გრაფიკულმა დიზაინერებმა შექმნეს საქართველოს ახალი ციფრული იდენტობა, რომელიც საფოსტო მარკებად და Facebook სტიკერებად იქცა.

Myhome-ის კამპანია „შენი ზაფხული აქ არის“ წარდგენილია ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე, სადაც შეგიძლია მხარი დაუჭირო პროექტს და დაეხმარო გამარჯვებაში. ხმის მიცემა შეგიძლია შემდეგი ბმულიდან. ჩამოსქროლე და იპოვე Myhome კატეგორიაში THE BEST PR CAMPAIGN FOR SUPPORTING DOMESTIC TOURISM.

Credits:
Head of Marketing: Murtaz Putkaradze
Brand Manager: Mariam Gogsadze
Copywriters: Nika ukhurgunashvili
Graphic Designers: Clara Ponia, William Foster
Motion Graphics Designer: Giga Robakidze
Digital Advertiser: Máriam Qochladze
DOP: Anri Putkaradze

[R]

ქართულ მუსიკალურ სფეროში ახალი სახე გამოჩნდა N.E.A.S.Y – შეაფასეთ მისი ახალი კლიპი და ლეგენდარული სიმღერის სულ სხვანაირი ვერსია

ანა ქასრაშვილმა World Soundtrack Awards-ზე ახალგაზრდა კომპოზიტორის მიერ შექმნილი საუკეთესო კომპოზიციის ჯილდო მოიპოვა