in

ამ კონცეფციით თქვენი პერსონალური მაუსის შექმნა შეგიძლიათ

თუ კომპიუტერთან დიდ დროს ატარებთ, მაშინ მაუსის დიზაინს თქვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. აქ კი ბაზარი მრავალ არჩევანს გთავაზობთ, თქვენთვის კომფორტული და ფუნქციებით დატვირთული მაუსის პოვნა ძალიან მარტივიც კია.

My Mouse კი ახალი კონცეფციაა, რომლის ამოსავალი წერტილი კომფორტია. სახელი კი შინაარსს ზუსტად გადმოსცემს — თქვენ საკუთარი მაუსი შეგიძლიათ შექმნათ, შეცვალოთ დეტალები თქვენი სურვილისამებრ და სრულად მოარგოთ იგი თქვენს საჭიროებებს, ეს კი მოდულური და პრაქტიკული დიზაინითაა შესაძლებელი. დიახ, ასე მაუსი პერსონალურიც გამოვა…

უკაბელო მოწყობილობის ყველა ღილაკი და გადახვევის ბორბალი მექანიკურ PCB გადამრთველებზეა დამონტაჟებული და, თუ დიზაინერებს დავუჯერებთ, იგი არასდროს გაფუჭდება. Fairphone-ის ან Framework ლეპტოპების მსგავსად, მაუსის გადამრთველები, შესაძლოა, შეიცვალოს ან სურვილის შემთხვევაში განახლდეს. ერთ მხარეს პატარა LCD ეკრანიც აქვს, რაც საშუალებას გაძლევთ, ნახოთ, რამდენ პროცენტზეა ბატარეა. აქ პროგრამულ შეტყობინებასაც კი მიიღებთ. 

კომფორტული მაუსი თქვენს მაჯასა და თითებს ნაკლებად დაღლის. მას ზემოდან რბილი სილიკონის ბალიში აქვს დამაგრებული იმისათვის, რომ ხელის საყრდენი კომფორტული იყოს და ესეც მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით რეგულირდება. ისიც მართალია, რომ My Mouse ჯერ მხოლოდ კონცეფციაა, მაგრამ თუ კომფორტი გსურთ, მის რეალურად განხორციელებაზეც უნდა დაფიქრდეთ. 

„ნუ იქნები სრულყოფილი, იყავი ნამდვილი“ — მოკლემეტრაჟიანი ფილმი მშობლებზე

sagzaokultura.ge — „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანიის ფარგლებში ვებგვერდი შეიქმნა