ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაულია და გამორჩეულად ძვირფასია თითოეული ჩვენგანისთვის. ეს ის დროა, როდესაც ჩვენი ოცნებები ჯადოსნურ ძალას იძენს და მათი მატერიალიზებაც შესაძლებელი ხდება.
სხვების ოცნებების ასრულება ჩვენც მაგიურ ძალას გვანიჭებს. ალბათ, ბევრ ჩვენგანს აქვს ნანახი 1946 წელს გადაღებული ფრენკ კაპრას ბრწყინვალე ნამუშევარი „ეს მშვენიერი ცხოვრება“. საშობაო კომედიაში ჯეიმს სტუარტის გმირს ეხმარება მეორე თანრიგის ანგელოზი კლერენსი, რომელსაც განგება, რობერტ ბეილის დახმარების სანაცვლოდ, ფრთებით აჯილდოებს. სწორედ ეს გახდა, ერთი წლის წინ, შთაგონების წყარო ჩვენი საქველმოქმედო პროექტის კონცეფციისთვის და მომხმარებელთან ერთად, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს საოცარი ახალი წელი ვაჩუქეთ. საქველმოქმედო პლატფორმის mynewyear.ge კეთილმა ჯადოქრებმა, შარშან, უამრავ ბავშვს შეუსრულეს საახალწლო სურვილი და რადგან ერთხელ შევძელით უამრავი ბავშვის გახარება, უკვე დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე წელსაც გადავწყვიტეთ კეთილ ჯადოქრებთან და პარტნიორ საქველმოქმედო ორგანიზაციასთან – „ბავშვთა სოფელი საქართველო“ – ერთად მიგველოცა ახალი წელი, ბავშვებისთვის“.
სხვების დახმარება თითოეულ ჩვენგანში განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს და გვაფრთიანებს. მით უმეტეს, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება, როდესაც ეხმარები მას, ვისაც სურს. სწორედ ეს გახდა საქველმოქმედო კამპანიის სლოგანიც „აუსრულე მას, ვისაც სურს“.
პლატფორმაზე mynewyear.ge, შარშანდელის მსგავსად, განთავსდება ცალკეული ბენეფიციარის საახალწლო სურვილი ბავშვის სახელთან და ასაკთან ერთად. აქვე მოცემული იქნება ოცნების ასასრულებლად საჭირო თანხა. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, კონკრეტული სურვილის ასრულებაში შეიტანოს წვლილი, ან სრულად უზრუნველყოს ბენეფიციარის ოცნების ახდენა.
„პანდემიის და „ლოქდაუნის“ პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთმანეთის მიმართ გამოვიჩინოთ მზრუნველობა და შევამსუბუქოთ ის სირთულეები, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს – დიდებსა თუ პატარებს აწუხებს. ჩვენ ყოველ ახალ გამოწვევას შემართებით ვეგებებით, რაშიც უდიდესი წვლილი Mymarket-ის მომხმარებელს მიუძღვის“, – ამბობს MY.GE-ს ბრენდ მენეჯერი მარიამ გოგსაძე.
[R]