24
Sep
2018

“ჩემნაირი სტილი არავის ჰქონია!” – Asos-ის ექსტრავაგანტული ვიდეორგოლი

24 Sep 2018

კობი
კობი


მოდის ინდუსტრიაში ყველასთვის კარგად ნაცნობმა სავაჭრო ბრენდმა Asos გადაწყვიტა, თავისი მრავალფეროვანი პროდუქცია ვიდეორგოლით ეჩვენებინა საზოგადოებისთვის. კამპანიის მთავარ სახედ მან არატრადიციული და ექსტრავაგანტული სტილის მოდელი – ჟაზელ ზანაუტი წარმოგვიდგინა, რომელიც ვიდეორგოლში სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სტილით გვევლინება. სარეკლამო სტუდია Park Pictures-ის მიერ გადაღებულ 2 წუთიან ვიდეორგოლში კარგადაა ასახული, თუ როგორ შეიძლება სადა სტილის ქალი ძალიან სწრაფად იქცეს თამამ ქალბატონად. როგორც Asos-ის მარკეტინგის დირექტორი იალე ვარტი აცხადებს, სწორედ ამგვარი გზავნილის გავრცელება სურს კომპანიას.

 

განხილვა