ბევრი ჩვენგანი მდგარა არჩევანის გაკეთების წინაშე, როგორც ბიზნესში, ისე სამსახურსა და სახლში. ამ დროს ვფიქრობთ, რა არჩევანს გააკეთებდნენ სხვები ან როგორი იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება? MyAdvice.club არის პროექტი, სადაც შეგიძლიათ მოიძიოთ პასუხი ნებისმიერ საკითხზე, რასაც ყოველდღიურად აწყდებით, რაც ბიზნესის განვითარებაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. დეტალებზე კომპანიის წარმომადგენელთან ვისაუბრეთ.
M: რას წარმოადგენს My Advice Club და რა მიზანი აქვს თქვენს საქმიანობას?
Advice Club ახალი ქართული კომპანიაა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ-მომხმარებლებს წარუდგინა პროექტი ონლაინ კვლევარი My Advice Club.
M: როგორია თქვენი მუშაობის პრინციპი?
პროექტის ვებ-გვერდზე www.myadvice.club ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, ქვეყნდება კითხვარი. დარეგისტრირებული მონაწილეები, ფიზიკური პირები სხვადასხვა ქვეყნიდან პასუხობენ გამოქვეყნებულ კითხვებს, ამასთანავე ცდილობენ უმრავლესობის აზრი, შეხედულება ამოიცნონ. პროექტი მონაწილეებს ეხმარება ინტუიციის განვითარებაში. გამოკითხვის მომდევნო დღეს მონაწილეებს შეუძლიათ იხილონ შედეგები, გააანალიზონ მომხმარებლების შეხედულება მრავალ საკითხზე. ის მონაწილეები, რომლებიც ყველაზე ზუსტად ამოიცნობენ უმრავლესობის შეხედულებას ჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით. მონაწილეებისთვის პერიოდულად გამოცხადდება სხვადასხვა შეჯიბრება და კონკურსი.
რეგისტრაცია ამ საერთაშორისო მასშტაბის პროექტში მონაწილეობისთვის ვებ-გვერდზე www.myadvice.club ნებისმიერი 18 წელს ზემოთ პირისთვის შესაძლებელი, მარტივი და უფასოა, მიუხედავად მოქალაქეობისა და საცხოვრებელი ადგილისა.
პროექტს გააჩნია მეორე, არანაკლებ მნიშნელოვანი მარკეტინგული ინსტრუმენტის დანიშნულება, რომლის მიზანიცაა პარტნიორისთვის ნებისმიერ კითხვაზე პასუხის მიწოდება და მომსახურების თუ პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება 100% გარანტიით, რომ ადამიანთა კონკრეტული რაოდენობა გაეცნობა მას.
My Advice Club-ის პარტნიორებს ეძლევათ საშუალება, დაუსვან კითხვა პროექტის მინაწილეებს ნებისმიერ, მათთვის საინტერესო თემაზე, იდეის, პროდუქციისა თუ მომსახურების აქტუალობაზე, მახასიათებელსა თუ სიახლეზე, რომლის დანერგვასაც გეგმავენ, – და პასუხად მიიღონ უმრავლესობის შეხედულება, გაიგონ ხალხის რეაქცია და შეფასება. My Advice Club დახმარებით გაიგებთ მომხმარებლის აზრს, რაც სწორი ანალიზის გაკეთების მეტ შესაძლებლობას მოგცემთ და გაგიზრდით წარმატების შანსს საქმიანობაში.
M: რა სერვისები გაქვთ ვის შეუძლია ისარგებლოს თქვენი სერვისით?
My Advice Club როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს სთავაზობს კითხვის დასმის და სრული სტატისტიკის, ანალიტიკის მიღების შესაძლებლობას.
M: როგორ შეიძლება გამოიყენოს მარკეტერმა My Advice Club პროფესიულ საქმიანობაში?
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ჩვენი დახმარებით ჩაატაროთ გამოკითხვა ნებისმიერ თემაზე, მიიღოთ მარკეტინგული კვლევის შედეგი სრული ანალიტიკით და გააგრძელოთ საქმიანობა კვლევების შედეგებზე დაყრდნობით.
M: როგორ შეიძლება კითხვარის განთავსება?
კითხვის განთავსებით დაინტერესებულ პირებს თანამშრომლობის პირობებისა და ტარიფების გასაგებად შეუძლიათ დაუკავშირდნენ My Advice Club-ს ნებისმიერ სოციალურ ქსელში, რომელთა მისამართებიც მითითებულია ვებ-გვერდზე.