in

Myauto-ს ახალი მოდული, მანქანის არჩევას კიდევ უფრო გაგიმარტივებს

Myauto კავკასიაში ყველაზე დიდი ავტოპორტალია, ყოველთვიურად, 1.2 მილიონზე მეტი უნიკალური მომხმარებლითა და 250 000 განცხადებით. ჩვენი სტრატეგიული მიზანია შევქმნათ ეკოსისტემა, რომელიც მომხმარებლებს გაუმარტივებს არამხოლოდ ავტომობილის ყიდვა-გაყიდვას. ამასთანავე დაეხმარება გონივრული შენაძენის გაკეთებასა და მანქანის მოვლაში.

სწორედ ამ მიზნით განვაახლეთ საავტომობილო კატალოგი, სადაც, თითქმის, ყველა მარკისა და მოდელის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი, მათ შორის: აჩქარება, ცხენის ძალა, წვა და .. ყველაფერი, რაც გაგიმარტივებს სასურველი მოდელის არჩევას.

კატალოგში დავამატეთ ახალი მოდული: შეფასება, სადაც შეგიძლია, სხვადასხვა პარამეტრით, შეაფასო ყოფილი, ან შენი ამჟამინდელი ავტომობილი. ატვირთო ავტომობილის ფოტოები და დატოვო ზუსტი აღწერა, ამ გზით შენ გაუზიარებ სხვებს ავტომობილის უპირატესობებს თუ ნაკლოვანებებს და დაეხმარები სწორი არჩევანის გაკეთებაში. მოდულში 5-ბალიანი სისტემით შეფასდება: მანქანის დიზაინი, პრაქტიკულობა, მართვის ხარისხი, უსაფრთხოება, საიმედოობა და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრები. შეფასების ბლოკში შეგროვდება ავტომობილის შესახებ ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია, თუ როგორია ის ყოველდღიურობაში ან გრძელვადიან მფლობელობაში. პოტენციურ მყიდველებს უმარტივებს არჩევანს, რამდენადაც ისინი ეცნობიან ავტომობილის შეფასებას უშუალოდ ავტომფლობელებისგან “.

შეფასების დაწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ტექსტუალური აღწერითა და ფოტოების დამატების შესაძლებლობით.

Myauto-მ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე შესთავაზა მომხმარებელს და დაამატა ახალი მოდულები, მათ შორის: პირველი ავტოაუქციონი საქართველოში, ავტოსალონები, ტექინსპექტირების მოდული, დაზღვევის მოთხოვნის შესაძლებლობა და სხვა, რაც  კიდევ უფრო გაუმარტივებს ავტომფლობელებს მანქანასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს.

 

[R]

როგორ აჯილდოებს ცხოვრება ცნობისმოყვარე ადამიანებს? [ვიდეო]

“Future is an Attitude“ – ნახეთ Audi-ს ახალი რეკლამა