in

Myauto ახალი ავტომობილის ძიების პროცესის გასამარტივებლად სპეციალურ მოდულს ქმნის

Myauto-ს, ყოველთვიურად, 1.2 მილიონზე მეტი მომხმარებელი სტუმრობს და 250,000-ზე მეტი შეთავაზება თავსდება. აქ პრაქტიკულად ნებისმიერი გემოვნებისა და მსყიდველობითი უნარის მქონე ადამიანი მარტივად ნახავს სასურველ ავტომობილს.

მომხმარებლებისათვის ახალი ავტომობილის ძიების პროცესის გასამარტივებლად შევქმენით სპეციალური მოდული ავტოსალონებისათვის, სადაც მარტივად დაათვალიერებ ახალ ავტომობილებს, ავტოცენტრების სპეციალურ შეთავაზებებს, განვადებასა თუ ლიზინგის პირობებს, საგარანტიო მომსახურების დეტალებს და აქედანვე შეძლებ სასურველი ავტომობილის ტესტ დრაივზე ჩაწერას.

მოდულში განთავსებული ავტომობილების შესახებ დაგხვდება ყველა ტექნიკური მახასიათებელი, როგორიცაა: აჩქარება, საწვავის მოხმარება, ძრავის მონაცემები თუ სხვა კომპლექტაციები.

ამ ეტაპზე, მომხმარებლები შეძლებენ დაათვალიერონ შემდეგი ავტოსალონების შეთავაზებები:

  • GT Motor, რომელიც Land rover-ის, Jaguar-ის, Ford-ისა და Suzuki-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში;
  • Mercedes-Benz Georgia, რომელიც Daimler-ის გენერალური წარმომადგენელია საქართველოში და მსუბუქი ავტომობილების გაყიდვების კუთხით პრემიუმ სეგმენტში ლიდერი პოზიცია უჭირავს;
  • Skoda Auto Georgia – საქართველოს ბაზარზე 2005 წლიდან მოღვაწეობს. დღეისათვის ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია საქართველოს კორპორატიულ სეგმენტში;
  • Mitsubishi Motors – ცენტრი სთავაზობს მომხმარებელს ცნობილი იაპონური ბრენდის, როგორც უახლესი ავტომობილების სრულ სამოდელო რიგს, ასევე ორიგინალ ავტონაწილებს, ავტოშეკეთებასა და ტექმომსახურებას;
  • Scoot Scoot – აქ შეხვდებით ორბორბლიანი ტრანსპორტის მწარმოებელ ყველაზე დიდ ბრენდებს: Vespa, Honda, Yamaha;
  • Audi Georgia, რომელიც ავტომობილების ერთ-ერთი უმსხვილესი გერმანული ბრენდის ოფიციციალური წარმომადგენელია საქართველოში;
  • Kia Motors Georgia – სამხრეთ კორეული ავტომწარმოებლის ცენტრია საქართველოში;
  • SENA AUTOHONDA, JAC Motors, SUBARU, SsangYong, POLARIS, KUBA, RKS ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში.

Myauto, კავკასიაში ყველაზე დიდი ავტოპორტალი, მუდმივად აგრძელებს განვითარებას. პლატფორმაზე ავტომობილების დათვალიერებასთან ერთად შეძლებთ ისარგებლოთ პირველი ქართული ავტო აუქციონით, ხოლო ცოტა ხნის წინ Myauto-ს მობილური აპლიკაციაც გაეშვა, რომელიც ავტოსამყაროს თქვენს ხელში მოაქცევს“.

Myauto-ს მობილური აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია App Storeდან და Play storeდან.

 

[R]

მიხეილ ხიდურელი – #პირველისამსახური

წაახალისეთ თანამშრომლები, რომ სამსახურში ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანების ფოტოები ჰქონდეთ