in

driving.myauto.ge – განახლებული პლატფორმა, მართვის მოწმობის მარტივად ასაღებად

მართვის მოწმობის ტესტებს ზოგი შიშითა და კრძალვით უვლის გვერდს, ზოგი კენწეროში გატკბილების მოლოდინშია, ჩვენ კი გადავწყვიტეთ, ეს პროცესი გართობად გვექცია – ყველაზე დიდმა ავტოპორტალმა კავკასიაში – Myauto-მ მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის ლენდინგი განაახლა. ამით, თითოეულ მომხმარებელს, საშუალებას ვაძლევთ, უფრო მარტივად შეისწავლოს თეორია და დაეუფლოს ავტომობილის მართვას. გარდა ამისა, ჩვენი ვიდეოები პრაქტიკული გამოცდის ილუსტრაციასაც ახდენს და დაგეხმარებათ, საგამოცდო მოედანზე, სირთულეების დაძლევაში წინასწარ მოემზადოთ“.

როგორც კომპანიაში ამბობენ, პროექტის მიზანია, სწავლის მოსაწყენი პროცესი, მაქსიმალურად, სახალისო და აზარტული გახდეს და თამაშ-თამაშით აიღოთ მართვის მოწმობა, რისთვისაც  შეიქმნა კიდეც ინტერაქციული პლატფორმა. მალე, მას დაემატება ანალიტიკური გვერდი, რომლის მარტივი დიზაინით, შეძლებთ, ზუსტად გაიგოთ, რა გეშლებათ ყველაზე ხშირად და სწორედ ამ მიმართულებით დახარჯოთ მეტი დრო, რომ უკეთ მოემზადოთ გამოცდისთვის.

უნივერსალური პლატფორმა, ასევე, ითვალისწინებს ყველა იმ შესაძლო საჭიროებას, რომელიც წარმოიქმნება სწავლის პროცესში და მოიცავს სხვადასხვა ასპექტს, მათ შორის მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ინსტრუქციას. აქ შეგიძლიათ, მიიღოთ მარტივად ახსნილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გელოდებათ გამოცდაზე, თითოეული მცირე დეტალის გათვალისწინებით“.

პლატფორმა, ასევე, აერთიანებს საკანონმდებლო აქტებს, მართვის მოწმობის გამოცდაზე წარსადგენი საბუთების სიას და ყველა იმ საკითხს, რაც უშუალოდ გამოცდას, ან მანამდე გასავლელ პროცედურებს უკავშირდება.

აქ, ერთ სივრცეში თავმოყრილია ყველა სახის დიდი თუ მცირე ინფორმაცია, რაც მართვის მოწმობის აღებისას შეიძლება, დაგჭირდეთ, სწავლის დაწყებიდან საკუთრივ მოწმობის აღების ბოლო ეტაპამადე. ეს კი დაგეხმარებათ დროის დაზოგვაში და დასახული მიზნის მარტივად ასრულების საშუალებას მოგცემთ“.

[R]

ჰიდროპონიკური სისტემა, რომელიც მცენარეების მოსარწყავად წყალს ტუალეტიდან და სარეცხი მანქანებიდან იყენებს

რატომაა საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვება?