in

„ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა სრულყოფილი აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლის ყველა საჭიროებას უპასუხებდა“ – Myauto

Myauto კავკასიაში ყველაზე დიდი ავტოპორტალია, ყოველთვიურად 1.2 მილიონზე მეტი უნიკალური მომხმარებლითა და 250,000 განცხადებით. ახლახან Myauto-ს გუნდმა შექმნა მობილური აპლიკაცია, რომელიც პლატფორმით სარგებლობას გაგიმარტივებს და ამიერიდან ავტოსამყარო შენს ხელში იქნება.

რა იყო Myauto-ს app-ის შექმნის იდეა და როგორ განვითარდება პლატფორმა?- ამაზე ვრცლად Myauto-ს პროექტის ხელმძღვანელი ილია მჭედლიშვილი მოგვიყვება.

ჩვენი სტრატეგიული განვითარების ერთერთი მთავარი ამოცანაა, Myauto- გააერთიანოს ყველა სერვისი და გახდეს ყოვლისმომცველი პლატფორმა საავტომობილო სფეროში. ეტაპობრივად, Myauto ერთ სივრცეში მოაქცევს ამ ინდუსტრიის ყველა საკვანძო თუ წვრილმან დეტალს.

როდის დაიწყო Myauto-ს app-ზე ფიქრი და რა წინაპირობები ჰქონდა მას?

ილია მჭედლიშვილი: მომხმარებელს მარტივად ვაპოვნინოთ მისთვის სასურველი ავტომობილი, მოტოციკლი ან სპეცტექნიკა – ეს ჩვენი ბრენდის მთავარი დაპირებაა. სწორედ ამაზე დაყრდნობით დავიწყეთ ფიქრი აპლიკაციაზე. გვინდოდა, ჩვენი მომხმარებლებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, მაქსიმალურად მარტივად დაემატებინათ განცხადება, აღარ შეევსოთ უამრავი ველი და ხელის ერთი მოძრაობით, ვინ კოდის მითითებით, ან ტექ.პასპორტის დასკანერებით, დაემატებინათ გასაყიდი ან გასაქირავებელი ტექნიკა.

მეორეს მხრივ აპლიკაციამ მოგვცა საშუალება, შეგვესწავლა მომხმარებლების ქცევა და მათი ინტერესებიდან გამომდინარე, გაგვეხადა მთავარი გვერდი მათზე მორგებული.

ისთვის არის ხელმისაწვდომი აპლიკაცია?

აპლიკაცია ხელმისაწვდომია ანდროიდისა და IOS მოწყობილობებზე ნებისმიერი მონაცემების მქონე „სმარტფონისთვის“. შესაბამისად, მომხმარებელს მისი გადმოწერა შეუძლია როგორც App Store-დან, ისე და Play Store-დან.

ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ შემთხვევაში, მოხმარების სიმარტივე და დროის დაზოგვაა, რათა სხვადასხვა სერვისის მიღების შესაძლებლობა მხოლოდ ერთი თითის მანძილზე ჰქონდეს მომხმარებელს. იმის მიუხედავად, რა მიზნობრიობით იყენებს მას, ეს იქნება ავტომობილის ყიდვით დაინტერესებული პირი, საკუთარი ავტომობილის გაყიდვით, ავტოდილერი თუ სხვა სერვისის მაძიებელი.

ომელი ფუნქციონალია ხელმისაწვდომი აპლიკაციაში?

აქამდე ჩვენ დესკტოპ ვერსიაზე უკვე შევთავაზეთ მომხმარებელს Myauto-დან გაუსვლელად მიეღო სხვადასხვა სახის მომსახურება, როგორიც არის VIN კოდით შემოწმება, ფასის განსაზღვრის კალკულატორი და ავტობლოგი, სადაც საავტომობილო ინდუსტრიით დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია, გაეცნოს სიახლეებს და განხილვებს, მიიღოს ინფორმაცია ამ სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ.

მობილურ აპლიკაციაში სრულად გადმოვიდა ყველა ის ფუნქციონალი, რაც დესკტოპ ვერსიაზეა ხელმისაწვდომი და დაემატა ახალი ჭკვიანი მოდულები. განახლდა და დაიხვეწა მთავარი გვერდი და ძებნის მოდული, რომელიც მარტივად აპოვნინებს თითოეულ მომხმარებელს მისთვის საინტერესო ავტომობილს.

განახლებული ძებნის მოდულით სხვადასხვა მარკისა და მოდელის ავტომობილის ერთდროულად მოძებნაა შესაძლებელი. ხოლო, ბოლო ძიებების ველში მომხმარებელს გამოუჩნდება ის პარამეტრები, რომლის გამოყენებითაც ათვალიერებდა განცხადებებს. აქვე დახვდება ბოლოს ნანახი განცხადებებიც და მისი ძებნის ისტორიის მიხედვით, რეკომენდირებული განცხადებები.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც პლატფორმით სარგებლობას გაამარტივებს, შეეხო განცხადების დამატების მოდულს – ამიერიდან აღარ იქნება საჭირო უამრავი ველის ხელით შევსება და მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, მარტივად – VIN კოდის მითითებით, ან ტექ-პასპორტის დასკანერებით, ინფორმაციის 90% შეივსება ავტომატურად, გამოშვების წლის, ძრავის მოცულობის თუ სხვა წვრილმანი დეტალის ხელით მითითების გარეშე.

უპირატესობები აქვს Myauto- app- დესკტოპ ვერსიასთან შედარებით?

ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა სრულყოფილი აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლის ყველა საჭიროებას უპასუხებდა. ხანგრძლივი კვლევის, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების და ადგილობრივი მოთხოვნების გათვალისწინებით შევქმენით აპლიკაცია, რომელიც თითოეული მომხმარებლის „სმარტფონში“ მოაქცევს მთელ ავტოსამყაროს და მარტივად ნახავს ყველა სერვისს, რაც შეიძლება დასჭირდეს მას. Myauto mobile app-მა გააერთიანა და კომპაქტურად, „სმარტფონის“ ეკრანზე განალაგა ყველა არხი, რომელიც ავტომფლობელს თუ ავტოტექნიკის მაძიებელს შეიძლება დასჭირდეს. მომხმარებლის გამოცდილებაზე და საჭიროებაზე მორგებული ღილაკებით და ფუნქციონალის განლაგებით, ის მაქსიმალურად მოსახერხებელია, მოხმარებისთვის მარტივი და იძლევა დროის დაზოგვის შესაძლებლობას.

იქნება შემდეგი ნაბიჯები, რას უნდა ველოდოთ Myauto-სგან?

Myauto, ეტაპობრივად, ერთ სივრცეში მოაქცევს ყველა საკვანძო თუ წვრილმან დეტალს, რაც უკავშირდება ავტომობილებს, თუ საავტომობილო ინდუსტრიას. სრულად დააკმაყოფილებს სხვადასხვა საჭიროებების მქონე და შესაბამისად, განსხვავებული სერვისების მაძიებელი მომხმარებლის ინტერესებს. ამრიგად, გააერთიანებს ყველა სერვისს და გახდება ყოვლისმომცველი პლატფორმა საავტომობილო სფეროში.

 

[პარტნიორის კონტენტი]

iSpace-ში, ახალი iPad-ის წინასწარი გაყიდვა დაიწყო

“არა ძმაო, ერთი ვირი მყავს, ისიც დამიბერდა…” – რა მოხდა Caucasus Auto Import-ში?