in

„ჩემი გარაჟი“ – Myauto-ს ახალი პროექტი

„ჩემი გარაჟი“ Myauto-ს ახალი პროექტია, რომელიც ავტომობილისა და მფლობელის განსაკუთრებული ურთიერთობის შესახებ გვიყვება. ავტომოყვარულებისთვის მანქანა, ხშირად, ხელოვნების და გენიალური ინჟინერიის ეგზემპლარს წარმოადგენს, რომლის მიმართ  განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ და ის მხოლოდ ნივთი ან გადაადგილების საშუალება არ არის. ამასთან, შეუძლებელია, შეიგრძნო მანქანის ხასიათი 1 საათში ან 1 დღეში. სწორედ ამიტომ, ავტომფლობელების მიერ გადმოცემული ისტორიები განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს და უფრო ზუსტად აღიქვამ, როგორია ავტომობილის ფარული იდენტობა.

ჩვენს გარშემო უამრავიპეტროლჰედია“, რომლებიც თავისი დროის დიდ ნაწილს უთმობენ ოცნების იდეალური მანქანის აწყობას და სწორედ მათ ამბებს მოგიყვებით ამ პროექტში. 1000 ცხენის ძალიანი Nissan GT-R-დან, BMW E24-მდე, რომელიც 43 წლიანი თავგადასავლის მიუხედავად, ისევ ქარხნულ მდგომარეობაშია და ნამდვილი დროის კაფსულაა“ – გვიყვება მურთაზ ფუტკარაძე – MY.GE-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი.

„Myauto თავის Youtube არხზე ბევრ სიახლეს გვპირდება და ნებისმიერი გემოვნების მქონე ავტომოყვარულს სასურველი კონტენტი დახვდება. გამოიწერეთ არხი და არ გამოტოვოთ ჩვენი სიახლეები.

Myauto კავკასიაში ყველაზე დიდი ავტოპორტალია, რომელსაც ყოველთვიურად 1.2 მილიონი უნიკალური ვიზიტორი სტუმრობს“.

 

[R]

SpaceX Starlink-ის ინტერნეტს სატვირთო მანქანებში, ნავებსა და თვითმფრინავებში გამოიყენებს

არაფრის წინაშე არ გაჩერდე! – ნახეთ, საქართველოს ბანკის ვიდეორგოლი