სულ ცოტა ხნის წინ, ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ახალი მობილური ოპერატორი Cellfie გამოჩნდა. მასშტაბური რებრენდინგის შედეგად, 100%-ით ქართული ბრენდი ჩამოყალიბდა და მრავალრიცხოვანი სამომხმარებლო ქსელის მომსახურებას შეუდგა. შემუშავდა ბრენდის სტრატეგია, ვიზუალური ბრენდინგი. ძირეული ტრანსფორმაციის შედეგად, მომხმარებლის წინაშე სრულიად ახლებური სახით გამოჩნდა Cellfie-ის აპლიკაცია MyCellfie, რომლის მარტივი და მოქნილი ინტერფეისით, აბონენტებს სასურველი ოპერაციის შესრულება სრულყოფილად შეუძლიათ. როგორია განახლებული MyCellfie და რა ფუნქციონალია ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის, Cellfie-ის ციფრული და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამარ ჯიქიამ გვიამბო.
M: Cellfie-ის ბაზარზე გამოჩენასთან ერთად, სრულად განახლდა მომხმარებლის აპლიკაცია. მიმოვიხილოთ, როგორია MyCellfie-ის კონცეფცია ამჟამად?

ახალი ბრენდის წარდგენასთან ერთად, სრულიად განვაახლეთ MyCellfie აპლიკაცია, რომელიც უკვე წარმოადგენს „სელფის“ ოფისს მომხმარებლის ტელეფონში, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის. აპლიკაცია უახლესი ტრენდების გათვალისწინებით შეიქმნა და აბონენტს მისთვის სასურველი ნებისმიერი სახის ოპერაციის მარტივად შესრულების შესაძლებლობას აძლევს.
MyCellfie აპლიკაციის ძირთადი კონცეფცია აგებულია სიმარტივესა და მომხმარებლის კომფორტზე. აპლიკაციის კონცეფცია გაიტესტა შესაბამის ჯგუფებზე, უკუკავშირის და სურვილების გათვალისწინებით კი მოხდა საბოლოო დიზაინის, განლაგებისა და დამატებითი ფუნქციონალის დამატება.
M: რა გამოარჩევს აპლიკაციას ბაზარზე?
„სელფის“ კონცეფცია მომხმარებლისთვის სრული კომფორტის შექმნას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, MyCellfie-ს განახლებულ აპლიკაციაში დავამატეთ რამდენიმე საჭირო ფუნქციონალი:
- მომხმარებელს შეუძლია დაამატოს და მართოს ერთდროულად რამდენიმე ნომერი და როგორც საკუთარი, ასევე, ქსელის ნებისმიერი აბონენტისთვის აწარმოოს ბალანსის შევსება, პროდუქტების და მომსახურებების აქტივაცია
- მომხმარებლის კომფორტისთვის აპლიკაციაში დამატებულია ლოიალობის ბარათების საფულე, რომელიც ნებისმიერი კომპანიის ლოიალობის ბარათზეა მორგებული
- მომხმარებელს ვთავაზობთ გადახდის მოქნილ გზებს – აპლიკაციაში ინტეგრირებულია Apple Pay და American Express
- ჩვენს აბონენტებს, სასურველი დიზაინის მიხედვით, აპლიკაციის მოდიფიკაციის შესაძლებლობა აქვთ
- აპლიკაციის მეშვეობითვე, მომხმარებლს აქვს წვდომა „სელფის“ ციფრულ პროდუქტებზე, რაც დამატებითი კომფორტია აბონენტისთვის.
M: დღესდღეობით, როგორია Cellfie-ის ციფრული პროდუქტების სპექტრი?
„სელფის“ პროდუქტების სატარიფო ხაზი და ინტერნეტ პაკეტები, ტრადიციული ტელეკომ პროდუქტების გარდა (ზარი, სმს, ინტერნეტი), ციფრული კონტენტის ფართო სპექტრს მოიცავს.
MyCellfie გაძლევთ შესაძლებლობას თვალი ადევნოთ „სეტანტა სპორტს“, მოუსმინოთ თქვენთვის სასურველ მუსიკას „სტინგრეი მუსიკის“ მეშვეობით, დანერგოთ ჯანსაღი ცხოვრების სტილი ფიტნეს აპლიკაციით, უყუროთ ციფრულ ტელევიზიას. ეს ყველაფერი აპლიკაციის მეშვეობითაც არის ხელმისაწვდომი.
M: რა პროცესებს გადის ციფრული პროდუქტი, სანამ თქვენი გუნდიდან მომხმარებლამდე მიაღწევს?
აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროდუტების შექმნასა და პარტნიორების მოზიდვაზე, რათა აბონენტებს ციფრულ სამყაროში მუდმივად შევთავაზოთ ახალი გამოცდილება და შეუზღუდავი შესაძლებლობები.
პროდუქტის შექმნისას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მომხმარებლისთვის დამატებითი ღირებულებისა და კომფორტის შეიქმნას. „სელფისთვის“ აბონენტებზე ზრუნვა განსაკუთრებულად პრიორიტეტულია. დეტალურად ვსწავლობთ მომხმარებლების ქცევას, ვატარებთ სხვადასხვა კვლევას, ვცდილობთ ახალი პროდუქტები მომხმარებლის მოთხოვნილებებს მაქსიმალურად მოვარგოთ.
გზა, რომელსაც ახალი პროდუქტი იდეიდან აბონენტამდე გადის, მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს: პროდუქტის იდეისა და პროტოტიპის დამუშავებას, ტექნიკურ ინტეგრაციას და დეტალურ ტესტირებას. პროდუქტები იტესტება მომხმარებელთა ჯგუფებზე, შესაბამისად, უკუკავშირიდან გამომდინარე, მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებულ სერვისებს ვქმნით.
M: კომპანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ტექნოლოგიურ განვითარებას, რითაა ამ მხრივ Cellfie-ის მიდგომა განსხვავებული?
ციფრული პროდუქტებისა და ეკოსისტემის მუდმივი განვითარება „სელფის“ სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. „სელფის“ კონცეფცია მთლიანად მორგებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობასა და დანერგვაზე. ვმუშაობთ, რომ უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებზე წვდომით, ადამიანებს ციფრული სამყაროს ყოველდღიურობა გავუმარტივოთ და აბონენტებს მივცეთ შესაძლებლობა, რაც შეიძლება მეტი მიიღონ თანამედროვე შესაძლებლობებიდან.
გვჯერა, ბრენდის ორიენტირი ციფრულ მიმართულებაზე შექმნის ახალ გამოცდილებებს, დააჩქარებს პოზიტიურ ცვლილებებს ბაზარზე და რაც მთავარია, აბონენტისთვის წარმოქმნის ახალ შესაძლებლობებს.
[R]