in

MyCoins.ge კრიპტომოყვარულებისთვის ცხოვრების გამარტივებას აგრძელებს

დღეს, კრიპტოვალუტების როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ დიდია – საინვესტიციო მიზნების გარდა, კრიპტომოყვარულები მათ ისეთი პროდუქტების თუ მომსახურების მისაღებად აქტიურად იყენებენ, როგორიცაა:  მობილურის ბალანსის შევსება, სასაჩუქრე ბარათები, დაზღვევა და ა.შ.

ქართულ რეალობაში, ბიტკოინით და ​სხვა კრიპტოვალუტებით დაინტერესებული ადამიანების საჭიროებებზე და სურვილებზე ზრუნვა 2 წლის წინ, eMoney-მ​ დაიწყო, რაც მისმა შვილობილმა კომპანიამ, MyCoins- მა გააგრძელა.

MyCoins.ge 2 წელზე მეტია აქტიურად ამატებს და ხვეწს სერვისებს, რაც კრიპტოენთუზიასტებს ცხოვრებას უმარტივებს. დღეს, MyCoins.ge-დან კონკრეტული თანხის შესაბამისი კრიპტოვალუტის​ მეგობრისთვის გადარიცხვა მეილითაც შეგიძლია, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას უკვე კრიპტო მისამართი“.

კრიპტოენთუზიასტებისთვის დროის დაზოგვის მიზნით, ვებგვერდზე ავტომატური ყიდვა/გაყიდვისა და მისამართზე კრიპტოს ჩარიცხვისას მათი ავტომატური გალარების საშუალებაა.

მობილურის ბალანსს კრიპტომოყვარულები​ MyCoins.ge-ზე არსებული შვიდივე პოპულარული კრიპტოვალუტით (ბიტკოინი, ლაითკოინი, ეთერიუმი, ბიტკოინ​ ქეში, ეოსი, რიპლი, დეში) ავსებენ, მეგობრის მოწვევის შემთხვევაში კი ყოველკვირეულად, უფასო კრიპტოვალუტები ერიცხებათ.

როგორც კომპანიაში ამბობენ, შესაბამის პლატფორმებთან პარტნიორობის საფუძველზე, მომხმარებელი „ამაზონზე“ კრიპტოვალუტით ნივთის გამოწერისას, 33%-ით ნაკლებს გადაიხდის. მათივე თქმით, გუნდისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში კრიპტოვალუტების შესახებ ცნობიერების ამაღლება, რასაც მაიქოინსის კრიპტო ბლოგი, კრიპტო ლექსიკონი და კრიპტოვალუტებზე პირველი ქართული წიგნი ემსახურება.

„ჩვენთან მრავალფეროვანი სერვისების დანერგვა უცხოური ტრენდების, ქართველი კრიპტომოყვარულების უკუკავშირის, ინტერვიუებისა და სხვადასხვა კვლევის საფუძველზე ხდება, რაც MyCoins-ის მთავარი პრინციპია და უახლოესი გეგმებიც ამ პრინციპის საფუძველზე განხორციელდება“, – ამბობს MyCoins.ge-ის ბიზნესის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი ბექა ასლანიშვილი.

[R]

პირველი ქალი მწვრთნელი სუპერთასზე! – Microsoft-ის რეკლამა

Zero Effect – ეკომეგობრული ნივთებისა და შემეცნებითი შეხვედრების სივრცე