in

Mycoins პირველი კომპანიაა, რომელმაც ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) ლიცენზია მოიპოვა

წელს საქართველოში დარეგულირდა კრიპტოვალუტის (ვირტუალური აქტივის) მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის წესი. პირველი კომპანია, რომელმაც ეროვნულ ბანკში საჭირო დოკუმენტაცია წარადგინა, დარეგისტრირდა და ბაზრის სტაბილურობისთვის ასე საჭირო VASP ლიცენზია მოიპოვა, Mycoins.ge-ია. კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ:

„Mycoins.ge 2018 წლიდან ერთგულად ემსახურება ქართველ კრიპტომომხმარებელს, ეხმარება ოპერაციების მარტივად ჩატარებასა და ციფრული აქტივის ეფექტურად მართვაში. უკვე 5 წელია, რაც ინოვაციებითა და გამოწვევებით სავსე ბაზარზე სტაბილური კრიპტოსივრცე შევქმენით და საიმედო პარტნიორის რეპუტაციაც დავიმსახურეთ

ჩვენს მიღწევებს ადასტურებს (და ძალიან გვახარებს) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ლიცენზიის მოპოვება. “ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესიქვეყანაში 2023 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდა. წესი საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებითაა შედგენილი და ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებსა და სახელმძღვანელოსთან შესაბამისობაშია. ამ რეგულაციით გათვალისწინებული მოთხოვნები Mycoins.ge- დააკმაყოფილა, ეროვნულ ბანკს წარუდგინა და ლიცენზიით განპირობებული ვალდებულებებიც აიღო

პირველი ლიცენზირებული (VASP) კომპანია ვართ, რაც Mycoins.ge – სანდოობისა და სტაბილურობის მაღალ ხარისხს უსვამს ხაზს. ეს აღიარება გვანიჭებს უდიდეს პასუხისმგებლობას ციფრული აქტივების სფეროს განვითარებაში და გვაძლევს უწყვეტი განვითარების მოტივაციას“.

უკვე ლიცენზირებული mycoins.ge უახლოეს მომავალში მრავალი ინოვაციური მომსახურების შეთავაზებას გეგმავს კრიპტო მომხმარებლისთვის.

[R]

Esports Insider და SMH Sports აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში თანამშრომლობას იწყებენ

სითი მოლში წლის ყველაზე დიდი ფასდაკლების დღეები დაიწყო!