ყოველთვის, როდესაც შეგაქვთ განაცხადი სესხზე, განიხილავთ საკრედიტო ბარათის აღების შესაძლებლობას ან ფიქრობთ ახალ იპოთეკაზე, აუცილებლად გექნებათ შეხება თანამედროვე მსოფლიოს, ციფრული ეპოქის განვითარების, ერთ-ერთ ყველაზე ნათელ ინდიკატორთან: საკრედიტო ქულასთან. საკრედიტო ქულა გამოითვლება „კრედიტინფოს“ ბაზაში არსებული საკრედიტო ინფორმაციის სტატისტიკურად დამუშავების გზით. ის იძლევა სესხის ვადაგაცილების გარეშე გადახდის შეფასების საშუალებას. რაც მეტია ქულა, მით მეტია საკრედიტო მომსახურების მიღების ალბათობა.
„კრედიტინფო საქართველოს“ ისტორია იწყება 2005 წლიდან, როდესაც მსხვილი ბანკებისა და კრედიტინფოს ურთიერთანამშრომლობით შეიქმნა პირველი ქართული საკრედიტო ბიურო.
ამ დროის განმავლობაში „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა რაოდენობა გაიზარდა. ორგანიზაციამ მოიპოვა ნდობა საკრედიტო ორგანიზაციების მხრიდან. 2011 წელს კი შეიქმნა პირველი საკრედიტო სარეიტინგო სისტემა.
2017 წლიდან „კრედიტინფო საქართველო“ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, „ონლაინ“ რეჟიმში გადაამოწმონ საკუთარი საკრედიტო ისტორია და რეიტინგი. აპლიკაციის დეტალებზე „კრედიტინფო საქართველოს“ ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ლაშა ბაღათურიამ ისაუბრა:
რატომ არის მნიშვნელოვანი საკუთარი საკრედიტო ისტორიისა და რეიტინგის ცოდნა?!
ადამიანს ცხოვრების, თითქმის, ყველა ეტაპზე უწევს სესხით სარგებლობა – იქნება ეს სახლისა და საოჯახო ტექნიკის შესაძენად, მანქანის შესაცვლელად თუ სწავლისათვის საჭირო კრედიტი. მიმდინარე და დახურული სესხების მონაცემებით იქმნება მომხმარებლის საკრედიტო ისტორია, რომელიც იძლევა სრულ ინფორმაციას კლიენტის საკრედიტო ორგანიზაციებთან ურთიერთობების შესახებ. საკრედიტო რისკის შეფასებისას სწორედ ამ მონაცემებს ამოწმებენ ორგანიზაციები. სესხის ასაღებად საკრედიტო ისტორია ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა დიდი ყურადღება ექცევა შემოსავლის წყაროსა და ოდენობასაც.
„გამოიყენე ინფორმაციის ძალა“
ბანკთან მოლაპარაკებებისას კარგი საკრედიტო ისტორია და ქულა მსესხებლის ხელთ არსებული ერთგვარი „კოზირია“. კრედიტორები მზად არიან, საუკეთესო რეიტინგის მქონე კლიენტებს უკეთესი პირობები შესთავაზონ, მაშინ, როცა ცუდი ისტორიის ქონის შემთხვევაში, როგორც წესი, არ მიდიან დათმობაზე და სესხებს სტანდარტული პირობებით გასცემენ. ჩვენი სლოგანი ხაზს უსვამს, რომ მომხმარებლებმა უნდა გამოიყენონ ეს ძალა. კარგი რეიტინგის უპირატესობებია:
დაბალი საპროცენტო განაკვეთი კრედიტზე
ზოგიერთი ტიპის სესხის პროცენტი პირდაპირ კავშირშია საკრედიტო ქულასთან. ასეთებია – განვადება, მცირე და სამომხმარებლო სესხები. შესაბამისად, თუ კარგი რეიტინგი აქვს მსესხებელს, დიდია ალბათობა, რომ ბანკისგან სესხს კარგი პირობებით მიიღოს.
საკრედიტო მომსახურების მიღების გაზრდილი შანსი
ძალიან დაბალი საკრედიტო ქულით და არაკეთილსაიმედო საკრედიტო ისტორიით საკრედიტო მომსახურების მიღება რთულია, რადგან ორგანიზაციები შიშობენ, რომ მსგავსი ისტორიის მქონე კლიენტი სესხის დაბრუნებას ვერ შეძლებს. სესხის დამტკიცებისას საკრედიტო ორგანიზაციები სხვა ფაქტორებსაც ითვალისწინებენ. მაგალითად, მათთვის მნიშვნელოვანია შემოსავლის ოდენობა.
საკრედიტო შეთავაზებებისა და მაღალი საკრედიტო ლიმიტების მიღება
ორგანიზაციები გარკვეული პერიოდულობით ნახულობენ თავიანთი მომხმარებლების საკრედიტო ისტორიას, გადახდებსა თუ სხვა საკრედიტო ქცევებს და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით აწესებენ წინასწარ დამტკიცებულ სასესხო ლიმიტებს, რომლის გამოყენებაც მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია. საკრედიტო შემოთავაზება შეიძლება დაბალი ქულის ქონის შემთხვევაშიც მიიღოთ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს შემოთავაზება უფრო დაბალ-ლიმიტიანი იქნება, ვიდრე მაღალი ქულის ქონის შემთხვევაში.
მომხმარებლების დახმარებას რეიტინგის გაუმჯოსებაში
სწორედ ეს არის პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. მომხმარებლების უმეტესობის მოტივაცია სწორედ რეიტინგის ამაღლებაში მდგომარეობს. ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული ზოგადი წესების გათვალისწინებაც კი იძლევა გაუმჯობესების შესაძლებლობას, თუმცა ჩვენთან რეგისტრირებულ მომხმარებლებს მათზე მორგებულ რეკომენდაციებსაც ვაძლევთ. უნდა აღინიშნოს, რომ კრედიტინფოს მომხმარებლების 44%-ს დარეგისტრირებიდან ერთ თვეში გაუუმჯობესდა საკრედიტო ქულა.
MyCreditinfo-თი სარგებლობის წესები
„ჩემი კრედიტინფოსთვის“ შექმნილია როგორც ვებ, ასევე მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია iOS/Android მოწყობილობებზე. დარეგისტრირებისა და მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ თქვენ შეძლებთ საკუთარი საკრედიტო ისტორიისა და რეიტინგის გადამოწმებას.
საკრედიტო შავი სია არ არსებობს!
საკრედიტო მონაცემთა ბიურო არ ზემოქმედებს სასესხო გადაწყვეტილებებზე და არც სია არსებობს, რომელიც ხელს შეუშლიდა მოქალაქეებს სესხის აღებაში. სესხის შერჩევის კრიტერიუმს თავად საკრედიტო ორგანიზაციების ადგენენ.
უნდა აღინიშნოს, რომ საკრედიტო რეპორტში მოცემულია ის ინფორმაცია, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები „კრედიტინფო საქართველოს“ აწვდიან. საკრედიტო ორგანიზაციები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ნეგატიურ ჩანაწერებს. ფიზიკური პირის შემთხვევაში 30 დღეზე მეტი, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 60 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში სესხს ენიჭება „არის ნეგატიური“ სტატუსი, რაც ძალიან ამცირებს საკრედიტო მომსახურების მიღების შანსებს. „არის ნეგატიური“ სტატუსი რომ „იყო ნეგატიური“ სტატუსით შეიცვალოს, აუცილებელია ვადაგადაცილებული სესხის დროული დაფარვა. ასეთი ტიპის საკრედიტო ისტორიის მქონე პირებს, საკრედიტო ორგანიზაციები, როგორც წესი, აფინანსებენ.
ნეგატიური სტატუსის გამოსწორება
პირველ რიგში, მომხმარებელმა უნდა დაიწყოს ვადაგადაცილებული და ჩამოწერილი სესხების გასტუმრება და დაეწიოს გადახდის გრაფიკს, შემდეგ კი პოზიტიური გადახდებით „დაამტკიცოს“ საკუთარი გადახდისუნარიანობა. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის კრედიტის მოხმარების დონე. სესხების ხშირი მოხმარება და ხანგრძლივი დროით საკრედიტო ბარათის ბოლომდე ათვისება მნიშვნელოვნად ამცირებს თქვენს ქულას. აჯობებს, მომხმარებელმა არ მიმართოს ბევრ საკრედიტო ორგანიზაციას სესხზე მოთხოვნით და პერიოდულად დაფაროს საკრედიტო ბარათის ათვისებული თანხა.
საკრედიტო ისტორიის გამოსწორების ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სერიოზული სირთულეები იყო გადახდებში და როგორ იმოქმედა ამან თქვენს საკრედიტო ისტორიაზე. აღდგენას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე თვიანი ან, ზოგჯერ, რამდენიმე წლიანი პოზიტიური გადახდების ისტორიას.
პარტნიორის კონტენტი