19
Jul
2019

“წვეულების აქსესუარების საყიდლად სხვაგან სიარული არ მოგიწევთ” – მაღაზია MyDay

19 Jul 2019

წვეულებისთვის ემზადებით. დეკორაციისა და აქსესუარების სია უკვე გაამზადე, მაგრამ კარგად იცით, რომ მათ შესაძენად რამდენიმე ადგილას მოგიწევთ მისვლა. გეცნობათ? საქმეს უფრო ართულებს, თუკი რაღაც ისეთს ეძებთ, რაც ყველგან არ იყიდება. ამ ყველაფრისთვის ყველა სავაჭრო ცენტრის მოვლა, ფასის განსაზღვრა, შერჩევა და, ბოლოს და ბოლოს, შეძენა დიდი გამოწვევაა მათთვის, ვინც საკუთარ თავზე ღონისძიების გაფორმება აიღო.

“მომხმარებლებისათვის შეუძლებელი იყო, წვეულება თანამედროვე, ტრენდული ფერებით და თემებით, ან უბრალოდ, ერთი თემატიკის ირგვლივ შეექმნათ, ბევრი დრო და ენერგია უნდა დაეხარჯათ, რომ თუნდაც იუბილარის საყვარელი გმირის ირგვლივ რამოდენიმე პროდუქტი ქალაქის მასშტაბით მოეძიებინათ… რომ არაფერი ვთქვათ საკარნავალო აქსესუარებსა და კოსტუმებზე და მრგვალი თარიღის წვეულებებზე, რომლისთვისაც მაიდეიში 90 წლის ჩათვლით არის წარმოდგენილი პროდუქტები. მეც, რა თქმა უნდა, იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნებოდი, რომელიც სადღესასწაულო აქსესუარებს სხვა ქვეყნების ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით იწერდა და შემდეგ ჩამოსვლას 2-3 კვირა ელოდა ან შვებულებიდან დაბრუნებულს, ჩანთის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მსგავსი პროდუქტებით მქონდა სავსე,” – გვიამბო “MyDay”-ის დამფუძნებელმა, მარიამ წერეთელმა.

მაღაზია MyDay-მ წვეულებისთვის საჭირო აქსესუარებს, კოსტიუმებსა და დეკორაციებს ერთ სივრცეში მოუყარა თავი, რომ მომხმარებელს მათ საძებნად დრო არ დაეკარგა…

M: მარიამ, უფრო ვრცლად გვიამბეთ, როგორია “მაიდეის” კონცეფცია?

სახელი MyDay პირდაპირ უკავშირდება მომხმარებლის განწყობას, რომ „ჩემი დღეა“, და ეს დღე სულაც არ არის აუცილებელი იყოს დაბადების დღე. შესაბამისად ჩენი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს მნიშვნელოვანი დღე და განწყობა კიდევ უფრო განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი გახადოს.
მაიდეი დღეისათვის საქართველოში ყველაზე დიდი, ყველაზე ფერადი, და ყველაზე მხიარული სადღესასწაულო აქსესუარების მაღაზიაა, სადაც 4000-ზე მეტ დასახელების პროდუქტში. 50-ზე მეტი თემატიკის ირგვლივ აუცილებლად იპოვნით თქვენვის სასურველს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს “მაიდეი” Amscan Europe-ის ოფიციალური დისტრიბუტორი და პარტნიორია. ამ პარტნიორობით “მაიდეი” მჭრიდროდ თანამშრომლობს სადღესასწაულო აქსესუარების მსოფლიოს ყველაზე დიდ ჰოლდინგთან, რომლის მფლობელობაშიც არის ათობით მწარმოებელი, მათ შორის საუკეთსო ხარისხის ბუშტების უმსხვილესი მწარმოებელი Anagram,  აშშ-ს სადღესასწაულო აქსესუარების ყველაზე დიდი ქსელი „Party City“ და სხვა მრავალი. დღეს “მაიდეი” უკვე ეზიარება ამ ჰოლდინგის 70 წლიან გამოცდილებას და მუდმივად იღებს მითითებებსა და რეკომენდაციებს მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო პრაქტიკის. განახლებული მაღაზიაც სწორედ მათი გაიდლაინებით მოეწყო.

M: რა გამოარჩევს MyDay-ის მაღაზიას?

მაიდეი არასოდეს აგერევა სხვა მაღაზიაში. ასორტიმენტი და მომსახურება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. ასორტიმენტში თემატიკის მრავალფეროვნებას და მუდმივად განახლებულ, თანამედროვე ფერებს და თემებს ვგულისხმობთ. წელს ზაფხულში ყვითელი ანანასი, ვარდისფერი ფლამინგო და ფერადი ხილის დეკორაციები და აქსესუარებია წვეულების ერთ-ერთი მიმართულება. ჰავაის ჰოლივუდის წვეულებაც არასოდეს ძველდება. ჰელოუინი, ახალი წელი, კარნავალები, ვალენტინობა, დედის თუ მამის დღე, ყველა მნიშვნელოვანი წვეულებისთვის უამრავი და მუდმივად განახლებული ასორტიმენტი მომხმარებელთან შეხვედრის მზადყოფნაშია.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ვამაყობ მაიდეის ამჟამინდელი გუნდით და მუდმივად ვეძებთ გუნდის ახალ წევრებსაც. წვეულება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ამიტომ ჩვენი პერსონალი ინდივიდუალურად უდგება ყველა მომხმარებელს, კორპორატიულ კლიენტს თუ კომპანიას. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა მომხმარებელმა „ივენთ კომპანიებმა“ თავი კომფორტულად იგრძნონ ჩვენთან თანამშრომლობით და მათ მაქსიმალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ ნებისმიერი წვეულების ორგანიზებისას. სწორედ ამიტომ, გაქვს ადგილზე მიწოდების 24 საათიანი მომსახურებაც (მთავარია, სამუშაო საათებში შეგვიკვეთოთ).

M: ვის მოიაზრებთ სამიზნე სეგმენტად?

ჩვენს სამიზნე სეგმენტს წარმოადგენს ყველა ის ადამიანი, რომელსაც უყვარს წვეულება ან თუნდაც ერთი ჩვეულებრივი დღის გაფერადება. მაიდეიში 4000-ზე მეტ პროდუქტი აუცილებლად მოიძებნება ნებისმიერი ასაკის, სქესის, გემოვნებისა და ბიუჯეტის შესაბამისი აქსესუარები.

M: რა ღირებულებები გსურთ რომ შექმნათ მომხმარებლისთვის?

ჩვენი მთავარი მიზანია დაგეხმაროთ დაუვიწყარი მომენტების შექმნაში. ახალი წელია, დაბადების დღე თუ ჩვეულებრივი ოთხშაბათი, ყოველი წვეულება იმსახურებს იყოს გამორჩეული და დასამახსოვრებელი. 

ჩვენ გვჯერა, რომ კარნავალებისათვის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს! მოირგებთ კოსტუმს, თუ დეკორაციებით გააფერადებთ თქვენთვის მნიშვნელოვან ან უბრალოდ ერთ ჩვეულებრივ დღეს, მთავარია გახადოთ ის უნიკალური, დაუვიწყარი და უზომოდ მხიარული.

M: ამ დროისათვის, რა გამოწვევების წინაშეა კომპანია და რა მიზნები გამოძრავებთ?

გეგმები ძალიან ბევრი გვაქვს და ეტაპობრივად მნიშვნელოვან სიახლეებს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს.

ძალიან მალე ჩვენს ვებ-გვერდზე სრულად იქნება წარმოდგენილი პროდუქტები და შესაბამისად მომხმარებლები სახლიდან გაუსვლელად დაგეგმავენ სიურპრიზს საყვარელი ადამიანებისათვის და შეძლებენ წვეულებისათვის საჭირო შესყიდვების გაკეთებას, ეს კი რა თქმა უნდა მათ სამზადისს კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. 

M: თქვენზეც გვიამბეთ – ვინ ქმნის “მაიდეის”?

მართალია, დამფუძნებელი მე გახლავართ, მაგრამ დღეს „მაიდეის“ მისი არაჩვეულებრივი გუნდის ერთიანი დაუღალავი შრომა ქმნის. მაიდეის განვითარებისათვის, მე დღეისათვის უარი ვთქვი ყველა სხვა პროფესიულ საქმიანობაზე და მთელს ჩემს რესურსს და არც თუ ისე მცირე გამოცდილებას მხოლოდ მაიდეის განვითარებისაკენ მივმართავ. მაიდეი უზარმაზარი გამოწვევაა და ამ გამოწვევის მისაღებად სწორედ ამ ბრენდის ძალიან დიდი რწმენა და სიყვარული მეხმარება. უმთავრეს მამოტივირებელ ძრავს კი ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისა და მომხმარებლების პოზიტიური უკუკავშირები წარმოადგენს.

 

[R]

განხილვა