in

Mygedomain.ge – ყველასთვის ხელმისაწვდომი ციფრული სამყარო

კავკასუს ონლაინის მიერ ქართულ დომენურ ზონაში განხორციელებული სისტემური რეფორმის მიზანი ციფრული სამყაროს ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოებაა. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე კი აუცილებელია ყველას, ვისაც ვებ-გვერდის შექმნა სურს, ამის შესაძლებლობა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ შეიქმნა პლატფორმა mygedomain.ge.

ადამიანები ვებ-გვერდის შექმნაზე უარს სხვადასხვა მიზეზით ამბობენ. ძირითად შემთხვევებში, ეს მიზეზები რთულ პროცედურებთან ან ფინანსურ საკითხებთანაა დაკავშირებული. კავკასუს ონლაინის მიზანია mygedomain.ge-ს დახმარებით, მსგავსი ტიპის ბარიერების გარეშე, თითოეულ მოქალაქეს მისცეს პირადი ან ბიზნეს ვებ-გვერდის ფლობის შესაძლებლობა.

დღესდღეობით ციფრული სამყარო ჩვენი ცხოვრებისა და საქმიანობის დიდ ნაწილს მოიცავს და ამის ფონზე უნიკალური ელექტრონული მისამართის ფლობა ირგვლივმყოფებთან დაახლოვების ყველაზე მარტივი და კომფორტული გზაა. ვებ-გვერდი საშუალებას მოგცემთ, იყოთ იქ, სადაც გეძებენ, მოყვეთ საკუთარ თავსა და საქმიანობაზე, მიაწვდინოთ ხმა დაინტერესებულ აუდიტორიას ყოველგვარი ფიზიკური საზღვრების გარეშე და, რაც მთავარია, განავითაროთ თქვენი საქმიანობა და მიაღწიოთ მეტ წარმატებას სასურველ სფეროში.

ამ ყველაფერს კი Mygedomain.ge სრულიად უსასყიდლოდ გთავაზობთ!

პლატფორმის დახმარებით ვებ-გვერდის შექმნის პროცესი მარტივია:

უპირველესად, საჭიროა დარეგისტრირდეთ Mygedomain.ge-ზე და იმ შემთხვევაში, თუ სასურველი დომენური სახელი უკვე შერჩეული და დარეგისტრირებული გაქვთ, შეგიძლიათ, მომენტალურად დაიწყოთ ვებ-გვერდის შექმნა.

ხოლო თუ ჯერ კიდევ არ ფლობთ სასურველ დომენურ სახელს, ეწვიეთ www.nic.ge-ს, შეამოწმეთ სახელის ხელმისაწვდომობა და დაარეგისტრირეთ მარტივად.

კავკასუს ონლაინი – ყველასთვის ხელმისაწვდომი ციფრული სამყარო!

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ, ან რატომ ერევანში? ანუ ვაჯამებთ მსოფლიოს ტექნოლოგიურ კონგრესს

რამდენად გუნდურები არიან თქვენი თანამშრომლები?