in

MyFirst Insta Wi, პოლაროიდი ბავშვებისთვის – პირველი ნაბიჯები ფოტოგრაფიაში

კამერა ფასდაკლებით 69 დოლარი ღირს

MyFirst Insta Wi არის მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია, გადაიღოს ფოტოები, ჩაწეროს ვიდეო და დაბეჭდოს სურათები და ეტიკეტები თერმული მელნის ქაღალდზე. იგი სპეციალურად ბავშვებისთვის არის შექმნილი, როგორც საკმარისად მარტივი, მაგრამ მყარი კონსტრუქცია, რომელიც წყლის რამდენიმე წვეთსაც უმკლავდება და დავარდნასაც.

ახალი პატარა ზომის კამერა ბავშვებს საშუალებას აძლევს, ადრეულ ასაკშივე შეუდგნენ ფოტოგრაფიას. MyFirst Insta Wi-ს მეშვეობით, ყველაფერ ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად შესაძლებელია ფილტრების გამოყენებაც. ასევე, კამერას ბავშვისთვის შესაფერისი დიზაინი, მომრგვალებული მართკუთხა ვიზუალი, გვერდითი ბუდეები, ადვილად გამოსაყენებელი ინტერფეისი და კისერზე ჩამოსაკიდი თოკი აქვს. ამგვარად მცირეწლოვანი ბავშვები თავიანთ ფოტოგრაფიულ შესაძლებლობებს გაცილებით ადვილად განავითარებენ.

საგულისხმოა, რომ კამერა სმარტფონის თანმხლებ აპლიკაციასთან სინთეზში მუშაობს. ამ უკანასკნელის მეშვეობით, შეგიძლიათ, ფოტოები პირდაპირ მობილურ ტელეფონში გადაგზავნოთ – შეცვალოთ ფერები, შექმნათ ლეიბლები/სტიკერები და ა. შ. შემდეგ კი ასეთ დარედაქტირებულ, დაბეჭდილ ფოტოს მიიღებთ.

გარდა ამისა, კამერა 1500 mAh ბატარეით იკვებება, რომელიც უწყვეტი გამოყენების სრულ 5 საათს უზრუნველყოფს. იგი აღჭურვილია მეხსიერების ბარათით, რაც ფოტოებია და ვიდეოების ციფრულად შენახვის საშუალებას იძლევა – იმ შემთხვევაში, თუ დროებით ვერ ახერხებთ მათ სმარტფონზე გადაწერას. ამასთანავე, USB2.0 გვერდითა პორტის მეშვეობით, კამერა ლეპტოპსაც უკავშირდება, რათა მედია ფაილები გადაწეროთ.

თანაც, ფოტოების დაბეჭდვასთან დაკავშირებითაც შეგიძლიათ არჩევანის გაკეთება – Insta Wi-ს გააჩნია საკუთარი თერმული პრინტერი, რომელიც მარტივად და ეკონომიკურად ბეჭდავს ფოტოებს. ხოლო თუ მისი გამოყენება არ გსურთ, USB პორტით სხვა პრინტერსაც დაუკავშირდებით.

Insta Wi-ს ორმაგი კამერა აქვს – მთავარი წინა კამერა 50 მმ ფოკუსით და უკანა სელფის კამერა 20 მმ ფოკუსით. მოწყობილობას შეუძლია, 6, 9 ან 12 მეგაპიქსელით გადაიღოს და მაღალი რეზოლუციის (1080p ან 720p) ვიდეო ჩაწეროს. იმისათვის, რომ პროცესი კიდევ უფრო საინტერესო გახდეს, მას წინასწარ განსაზღვრული ფილტრები და ჩარჩოები გააჩნია.

კამერის ნაკრები ხელმისაწვდომია Kickstarter-ზე და ფასდაკლებით 69 დოლარი ღირს.

ქართულ ბაზარზე ხვამლის ძირას დაკრეფილი ბიო ჩაის ბრენდი Montea გამოჩნდა

8 ჯანსაღი ჩვევა ჯანსაღი ძილისთვის