in

შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა myfrani.ge-ზე Mastercard-ით და მიიღე 30%-იანი ფასდაკლება

მოგზაურობა ყველა სეზონზე სასიამოვნო გამოცდილებაა, თუმცა ზაფხულისთვის მაინც ყველა განსაკუთრებული მღელვარებით ემზადება. ადამიანების უმრავლესობა ხომ სწორედ ამ დროს ფიქრობს საოცნებო მიმართულების შერჩევასა და სასიამოვნო დასვენებაზე. თქვენი მშვიდი და უსაფრთხო სამოგზაურო გამოცდილების შესაქმნელად, Mastercard-სა და პირველ ციფრულ სადაზღვევო ბროკერს – „ფრანს“ სასიამოვნო სიახლე აქვთ – სამოგზაურო დაზღვევის „ფრანზე“ შეძენისას, Mastercard-ის ბარათის მფლობელები 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

დავით ზღუდაძე, Mastercard-ის რეგიონალური დირექტორი საქართველოსა და სომხეთში:

ეს თანამშრომლობა Mastercard-სთვის განსაკუთრებულია, რადგან, გარდა იმ ბენეფიტებისა, რასაც მომხმარებლებს ვთავაზობთ, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოში პირველ ციფრულ სადაზღვევო ბროკერთან, რომელიც ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ესაა ინოვაცია, რომელიც ქართულ სადაზღვევო ბაზარს დაეხმარება, გახდეს მეტად თანამედროვე და მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული. ჩვენ გვიხარია, რომ ამ საქმეში „ფრანის“ გვერდით ვართ და Mastercard-ის ბარათის მფლობელებს შეუფასებელ გამოცდილებას ერთად ვთავაზობთ“.

გიორგი ჩაჩუა, „ფრანის” დამფუძნებელი:

ჩვენი ციფრული სადაზღვევო პლატფორმა მომხმარებლებს უმარტივებს ძიების პროცესს და საშუალებას აძლევს, უმოკლეს დროში აღმოაჩინონ საუკეთესო სადაზღვევო პირობები, შეადარონ ისინი ერთმანეთს და რაც მთავარია, შეიძინონ ონლაინ. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, Mastercard-ის ბარათის მფლობელებს საშუალება აქვთ განსაკუთრებულ ფასად ისარგებლონ ჩვენი ციფრული სერვისით და მიიღონ თანამედროვე სადაზღვევო პროდუქტების უპირატესობები“.

შეგახსენებთ, რომ Mastercard-ის ბარათის მფლობელები მთელი წლის განმავლობაში უამრავი სხვადასხვა ფასდაკლებითა და საინტერესო შეთავაზებით ისარგებლებენ. მათ შორისაა: უფასო და შეუზღუდავი წვდომა 1200 აეროპორტის ბიზნეს ლაუნჯზე, დაჩქარებული სასაზღვრო პროცედურები, ფასდაკლება როუმინგის ინტერნეტ პაკეტებზე, www.booking.comის ჯავშნებსა და ავტომობილის ქირაობაზე. Mastercard მუდმივად ზრუნავს ერთგულ მომხმარებლებზე და ამჯერად, საერთაშორისო მასშტაბის სამოგზაურო უპირატესობებით სარგებლობასთან ერთად, სამოგზაურო დაზღვევის საუკეთესო პაკეტების შეძენისას 30%-იანი ქეშბექითაც ასაჩუქრებს მათ.

 *გაითვალისწინეთ, შეთავაზება აქტიურია 22 მაისიდან 22 ივლისის ჩათვლით.

[R]

AI ჩეტბოტი გარდაცვლილ ადამიანებთან საუბრის საშუალებას იძლევა

ნამდვილად გჭირდებათ ბოლო მოდელის სმარტფონი? — Back Market-ის კამპანია