in

საფოსტო მარკებით გაცოცხლებული საქართველოს კუთხეები

2020 წელს, პანდემიამ და შედეგად მიღებულმა უსაფრთხოების ზომებმა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტზე მოახდინა გავლენა. განსაკუთრებით დიდი ცვლილებები ტურიზმის სფერომ განიცადა. შიდა ტურიზმის ხელშესაწყობად, Myhome-მა კამპანია „შენი ზაფხული აქ არის“ ივნისის თვეში დაიწყო და მთელი ზაფხულის განმავლობაში გრძელდებოდა.

კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სტიკერები იყო, რომლისთვისაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის კრეატიული ვიზუალიზაცია მოხდა. ოდესღაც, საფოსტო მარკები ყოველდღიურობას წარმოადგენდა, თუმცა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ისინი დიდი ხანია დავიწყებას მიეცა.

„Myhome-ის გრაფიკულმა დიზაინერებმა მარკების ორიგინალური რეპრეზენტაცია მოახდინეს, რაც არამხოლოდ ამ ვინტაჟურ საფოსტო ატრიბუტს, არამედ მასზე გამოსახულ საქართველოს კულტურულ ძეგლებს, თუ სხვა საცნობ ნიშნებს ახლებურად დაგანახებს. სტიკერების გამოყენება სოციალური ქსელების მომხმარებელს Facebook და Instagram „სთორების“ მეშვეობით შეუძლია, სადაც მის მიერ დანახულ საქართველოს ამაგრებს მოძრავ ილუსტრაციას. Facebook messenger-ით კი შესაძლებელია Gif ვერსიის მოძებნა და გაგზავნა“.

ამ დროისათვის, საქართველოს მხარეების 9 განსხვავებული ვიზუალიზაციაა შექმნილი, რომელიც შესაბამისი ლოკაციების ციფრულ იდენტობას ქმნის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

[R]

Capturing Experience – ბლოგი მათთვის, ვისაც საქართველოს აღმოჩენა სურს

აქ.ახლა თიბისიმ ბიზნეს აპი შექმნა