in

„შენი ზაფხული აქ არის“ – Myhome შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად

„შენი ზაფხული აქ არის“ – ეს Myhome-ის ახალი გზავნილია, რომელიც შიდა ტურიზმის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. საქართველო მრავალფეროვანი ლანდშაფტით და კულტურით მიმზიდველია ნებისმიერი გემოვნების ტურისტისთვის. ვიზიტორს აქ შეუძლია, მიიღოს ყველა ის შთაბეჭდილება და მოიწყოს თავგადასავალი, რასაც აქამდე სხვაგან ეძებდა.

 

„მოგზაურობის, თუ უბრალოდ დასვენებისთვის, მნიშვნელოვანია, ჩვენი მარშრუტი კარგად დავგეგმოთ და ვიცოდეთ, რა სერვისების მიღება შეგვიძლია სასურველ ლოკაციაზე. ეს კი საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება ვიზიტორებს ჩვენი წამოწყება. ჩვენი მიზანი იყო ადგილობრივი ტურისტებისთვის გაგვემარტივებინა დასასვენებელი ადგილის მოძიების პროცესი და დავხმარებოდით მათ, საქართველოში, დაუვიწყარი მოგზაურობის დაგეგმვაში- ამბობს MY.GE-ს მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი მურთაზ ფუტკარაძე“. 

პროექტი ხორციელდება Myhome-სა და Visa-ს კოლაბორაციით, რომელიც ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმის განვითარებას და დაეხმარება ადგილობრივ ბიზნესებს მიმდინარე კრიზისიდან სწრაფად გამოსვლაში.

[R]

“კრაფტ ლუდსახარში ქართულ სამზარეულოსთან დავამეგობრეთ” – ამბავი “2 ტონაზე”

“დაფიქრდი, სანამ აიყვან” – ACAG-მა პრინტ კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა