in

MyKart – ქართველი სტუდენტის ინდივიდუალური ილუსტრაციების სტარტაპი

Startauperi
Startauperi

„ეს არის ჩემი პირველი სამსახური და მთელ დროს მასა და სწავლას ვუთმობ. მართალია, გამიმართლა და ჩემი სწავლა, ერთგვარად, ჰობისაც აერთიანებს“, – ანა მურვანიძე 20 წლის სტუდენტია, რომელმაც საყვარელი საქმიანობა – ილუსტრაციების კეთება – Mykart-ის შექმნით, ხოლო სწავლა – სტიპენდიის მოპოვებით აქცია შემოსავლის წყაროდ. ამჟამად, კომპიუტერულ დიზაინსა და დაზგურ გრაფიკას ეუფლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მარკეტერი ესაუბრა ანას სტარტაპის იდეასა და საქმიანობის სპეციფიკაზე.

M: ანა, რას ნიშნავს სახელი “MyKart“ და რამდენი ხანია, ამ საქმიანობით ხარ დაკავებული?
პროფესიით სწავლა მეორე კურსიდან დავიწყე და მალევე გამიჩნდა სტარტაპის იდეა, რაც დაახლოებით, ერთი წლის წინ მოხდა. თავიდან პრინტი მაისურებზე გადამქონდა შესაბამის კომპანიებში და სახელი “Mykart“ ამას უკავშირდება („მაიკისა“ და „არტის“ გათამაშება), მაგრამ მოთხოვნილება უფრო პოსტერებზე გაჩნდა და ამიტომ, 
ტაქტიკა შევცვალე. თუმცა, მომხმარებელს კომპიუტერულ ვერსიასაც აუცილებლად ვუგზავნი და ცხადია, რომ მას თავად შეუძლია ნახატის სხვადასხვა ზედაპირზე გადატანა (მაისური, ჭიქა, ტილო, ქაფმუყაო).

M:
ვისთან ერთად მუშაობ და შეკვეთის შემთხვევაში, როგორ უნდა დაგიკავშირდეთ?

ნახატების აწყობაზე მარტო ვმუშაობ, თუმცა ეს მხოლოდ კომპიუტერულ ვერსიას გულისხმობს. ამობეჭდვით კი, სხვა მიბეჭდავს. ამ ეტაპზე, შეკვეთებს მხოლოდ „ფეისბუკზე“ ვიღებ, მაგრამ როგორც კი მეტი დრო გამომიჩნდება, ვაპირებ უცხოურ საიტებზეც დარეგისტრირებას.

M: საიდან იღებ ინსპირაციას ნამუშევრების შექმნისთვის?
რა თქმა უნდა, მხატვრები და მათი ნამუშევრები გარკვეულ იდეებს მაძლევენ კონკრეტული შეკვეთებისთვის. ძირითადად, ზუსტად მათს ცნობილ ტილოებს ვიყენებ ფონებად, ყველაზე ხშირად – იმპრესიონისტებისას. ერთ-ერთი შეკვეთის თემატიკა კი თავად მხატვარი კლოდ მონე (და არა მისი ნამუშევრები) გახდა.

 

გათიშული სმარტფონის გამო დასრულებული ურთიერთობები – Huawei–მ ამ პრობლემისთვის კარგი გამოსავალი ნახა

#თაობა – Killages: ვცდილობთ სიმღერები ქართულენოვანი იყოს