in

Mymarket-მა ადგილზე ექსპრეს მიტანის მომსახურება დაამატა

Mymarket მომხმარებლების საჭიროებებზე ზრუნვასა და იმ სერვისების დროულად მიწოდებას განაგრძობს, რომელიც მათ ცხოვრებას უმარტივებს. სწორედ ამ მიზნით, კომპანიამ, პროდუქტების ადგილზე ექსპრეს მიტანის მომსახურება დაამატა და შეძენილი ნივთი მისამართზე, 2 საათში მიაქვს, თბილისის მასშტაბით.

„შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენი მთავარი მიზანი უცვლელია, დავეხმაროთ ბიზნესებს მარტივ და კომფორტულ გარემოში გაყიდონ საკუთარი პროდუქცია. ხოლო მომხმარებლებს შევუქმნათ ყიდვის საუკეთესო გამოცდილება. ვიაზრებთ, რომ დღეს, მოსახლეობის სახლში დარჩენა ყველაზე მთავარია. ჩვენ, კომპანიებმა, კი მათი სოციალური დისტანცირება მაქსიმალურად უნდა გავამარტივოთ. სწორედ ამიტომ გვინდა, ამ საქმეში ჩვენი წვლილიც შევიტანოთ. საერთოდ, ყოველთვის ვცდილობთ, საჭირო სერვისები დავამატოთ ჩვენს პლატფორმებზე”,

ექსპრეს მიტანით შეგიძლიათ ისარგებლოთ იმ პროდუქციაზე, რომელიც განთავსებულია Myshop-სა და Mymarket-ზე, განყოფილებაში – „იყიდე ონლაინ“.

სასურველი პროდუქტის არჩევის შემდეგ, თანხის გადახდის განყოფილებაში მონიშნავთ გრაფას „ექპრეს მიტანა“ და 2 საათში Mymarket-ის კურიერი მას ადგილზე მოგიტანთ.

„გარდა ამისა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კომპანიებს, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი ვებგვერდი და შესაბამისად ვერ უზრუნველყოფენ პროდუქციის ადგილზე მიტანას, ან უბრალოდ, უნდათ, გაყიდვების დამატებითი არხი, ვთავაზობთ ყველაზე დიდ ყიდვა-გაყიდვის ვებგვერდზე ინტეგრაციას. მუდამ მზად ვართ დავეხმაროთ მათ დიჯიტალიზაციის პროცესში ჩვენი რესურსებით. მაღაზიის რეგისტრაცია შეგიძლია მოითხოვო Mymarket-დან, დაგვირეკოთ [032 220 42 42], ან მოგვწეროთ მეილზე.

Mymarket ყველაზე საჭირო ადგილია ქართულ ინტერნეტში ყოველთვიურად 1 მილიონი ვიზიტორითა და 100 000-ზ მეტი ნივთით თუ მომსახურებით“.

[R]

როგორ წარვდგეთ ონლაინ შეხვედრებზე ეფექტურად?

შენს ქვეყანას სახლში, დივანზე წამოწოლილი სჭირდები! – გახდი გმირი