in

Mymarket-ზე, „მეტრომარტის“ ელექტროტექნიკა და კომპიუტერული აქსესუარები იყიდება 

პირველი ქართული E-commerce პლატფორმა საქართველოში, Mymarket, მსოფლიოს გამოწვევებს სიალხეებითა და ახალ გარემოსთან ადაპტაციით პასუხობს. ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია ელექტროტექნიკისა და კომპიუტერული აქსესუარების ყიდვა „მეტრომარტის“ ციფრულ მაღაზიაში, რასაკვირველია, დისტანციურად.

გარდა „მეტრომარტის“ პროდუქციისა, Mymarket-ზე შესაძლებელია სხვადასხვა კომპიუტერული აქსესუარის, საყოფაცხოვრებო და სადეზინფექციო საშუალებებისა და  დღევანდელი რეალობისთვის ბევრი სხვა საჭირო პროდუქციის „ონლაინ“ შეძენა. ვებგვერდზე მთავარ მენიუში ან კატეგორიის ფილტრებიდან მონიშნეთ „იყიდე ონლაინ“ და შერჩეულ პროდუქტს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასურველ მისამართზე მიიღებთ.

„მთავარი მიზანი, გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება, კვლავაც უცვლელია. ვფიქრობთ, რომ ჩვენი 1 200 000 ვიზიტორისათვის, სწორედ ახლა, ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ჩვენი ქმედითი ნაბიჯები, ამიტომ აქტიურად ვმუშაობთ, რომ Mymarket მომხმარებლისთვის იყოს პირველი არჩევანი არამხოლოდ მეორადი, არამედ ახალი პროდუქციის ყიდვა-გაყიდვისას.

გარდა ამისა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კომპანიებს, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი ვებგვერდი და შესაბამისად ვერ უზრუნველყოფენ პროდუქციის ადგილზე მიტანას, ან უბრალოდ, უნდათ, გაყიდვების დამატებითი არხი, ვთავაზობთ ყველაზე დიდ ყიდვა-გაყიდვის ვებგვერდზე ინტეგრაციას. მუდამ მზად ვართ დავეხმაროთ მათ დიჯიტალიზაციის პროცესში ჩვენი რესურსებით. მაღაზიის რეგისტრაცია შეგიძლია მოითხოვო Mymarket-დან, დაგვირეკოთ [032 220 42 42], ან მოგვწეროთ მეილზე:  [email protected]

 

[R]

ილონ მასკის თქმით, Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტი 2020 წელს ამოქმედდება

Covid-19-ის გავლენა ქართველ მომხმარებელზე – IPSOS-ის კვლევის შედეგები