თაღლითური ჯგუფი Mymarket-ის მომხმარებლებზე შეტევას ახორციელებს, რამაც სამწუხაროდ, არაერთ მათგანს მიაყენა მატერიალური ზიანი.
თაღლითური ჯგუფი ნდობის მოსაპოვებლად Mymarket-ის ვიზუალურ სტილთან მიახლოებულ ვებგვერდს იყენებს. სქემის მიხედვით, თაღლითები განცხადების ავტორებს უკავშირდებიან და სთხოვენ გასაყიდი ნივთის ფოსტით გაგზავნას, თანხის მისაღებად კი ბარათის მონაცემების ვებგვერდზე შეყვანას, რომელიც საფოსტო კომპანიის ან Mymarket-ის ვებგვერდის იდენტურია, თუმცა, – არარეალური.
„კომპანია MY.GE სრულად იყენებს არსებულ რესურსებს, კერძოდ:
- ყველა ვიზიტორს Mymarket-ზე შესვლისას უჩანს პოპ-აპი, რომელიც იძლევა ინფორმაციას ფიშინგის შესახებ
- Mymarket-ზე განცხადების დადების დროს, ყველა მომხმარებელს ვატყობინებთ არსებული თაღლითური სქემების შესახებ
- ყველა პირს, რომელიც Mymarket-თან არის კავშირში მუდმივად ვაფრთხილებთ ესემეს შეტყობინების სახით. შექმნილია ლენდიგნი, სადაც მომხმარებელი იღებს დეტალურ ინფორმაციას თაღლითური სქემის შესახებ
- ჩვენს მომხმარებელთან რეკავს ჩვენი ვირტუალური ასისტენტი და დეტალურად უხსნის მოსალოდნელ საფრთხეს და მისგან თავის ასარიდებელ გზებს
- აქტიურად ვიყენებთ სოციალურ ქსელებს და მომხმარებლებს ვატყობინებთ ფიშინგის საფრთხის შესახებ
Mymarket მომხმარებლებს მოუწოდებს თაღლითობისგან თავის ასარიდებლად თავი შეიკავონ:
- საეჭვო ვებგვერდებზე საბანკო მონაცემების შევსებისგან, მიუხედავად იმისა, თუ მათი ვებ მისამართი და დიზაინი Mymarket-ის ან საფოსტო კომპანიის ვებგვერდთან მიმსგავსებულია
- მობილური კოდების შეყვანისგან
- სხვა იმგვარი ინფორმაციის გადაცემისგან, რომელმაც შესაძლოა, მატერიალური ზიანი მოგაყენოთ
[პარტნიორის კონტენტი]