in

Mymarket-ის აპლიკაცია „გაეშვა“

„Mymarket – ყველაზე საჭირო ადგილი ქართულ ინტერნეტში ახლა უკვე ყველაზე ახლოს, შენს ტელეფონში დაიდებს ბინას. სადაც არ უნდა იყო, მუდმივად რომ შენთან იყოს და საშენო პროდუქტები თუ სერვისები შემოგთავაზოს“.

მობილური აპლიკაციის მიზანია, Mymarket კიდევ უფრო დააახლოოს მომხმარებელთან და ნებისმიერ დროს, სადაც არ უნდა იყოს, „ონლაინ“ ყიდვა-გაყიდვის პროცესი გაუმარტივოს.

„ადამიანები, ჩვენს დროში, ყველაზე მეტ დროს „სმარტფონებთან“ ატარებენ. Mymarket-ის მთლიან კონტენტს მომხმარებელი ქმნის, ეს იქნება ფიზიკური პირი თუ „ონლაინ“ სივრცეში განთავსებული მაღაზია. ამიერიდან, ისინი შეძლებენ, ნებისმიერ დროსა და ადგილზე, ჰქონდეთ საკუთარ საჭიროებებზე მორგებული აპლიკაცია.

ეს აპლიკაცია შენსავით უნიკალურ მთავარ გვერდს გთავაზობს, რომელიც ზუსტად შენზეა მორგებული – სხვადასხვა სექცია თუ განცხადება, რომელიც შენთან გამოჩნდება, იქნება უნიკალური მხოლოდ ამ დროს და მხოლოდ შენთვის.

აქ შეარჩევ საშენო კატეგორიებს, რის მიხედვითაც დაგილაგდება მთავარი გვერდი. შენი შერჩეული კატეგორიების მიხედვით გამოგიჩნდება „ონლაინ“ მაღაზიების ჩამონათვალიც. მთავარი გვერდიდან შეიტყობ საშენო ფასდაკლებების და აქციების შესახებ და ყოველთვის შეძლებ, უფრო ხელმისაწვდომ ფასად, იყიდო ის ნაწარმი, რომელიც შენ გაინტერესებს.

აპლიკაციაში შენარჩუნებულია ჭკვიანი ძებნის ფუნქციონალი, ასოს ცდომილებით. ასევე – ფოტოთი პროდუქტის ძებნის შესაძლებლობა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, ყველაონლაინ“ გასაყიდ პროდუქტზე, Visa ბარათით გადახდისას, მიიღებ 20%-იან ფასდაკლებას და უფასო მიტანას, მთელ საქართველოში, ყველგან, სადაც არ უნდა იყო.

Mymarket-ის აპლიკაცია იქნება სულ შენთან -კონტენტის შექმნას შეძლებ ყველგან, გაჩვენებს საშენო შეთავაზებებს, გაგიმარტივებს ყიდვა-გაყიდვას და იქნება ზუსტად შენზე მორგებული“.

აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია როგორც iOS, ისე Android სისტემებისთვის.

 

[R]

ყველა კარგი ამბავი სიყვარულზეა! – XboX-ის კამპანია

ირაკლი გაგნიძე – #პირველისამსახური