in

როგორ შეიქმნა Mymarket-ის შთამაგონებელი კამპანია “Back to School”

ყველას გვახსოვს ცნობილი გამონათქვამი, ეშმაკი დეტალებშია, ამ გამოთქმას ნეგატიური კონოტაცია რომ მოვაშოროთ, მართლაც ყველაფერი დიდი მუშაობს უმცირესი დეტალების მეშვეობით. მაგრამ, რა ხდება მაშინ, როდესაც ჩვენი მასშტაბური მიზნებისკენ მიმავალ გზაზე, რაღაც გვაკლია? ასეთ დროს პრობლემის მარტივ გადაწყვეტაზე უნდა ვიფიქროთ, იქნებ არც ისე ბევრი გვაშორებს ოცნებების ასრულებასთან. ცოტა ხნის წინ ინტერნეტში Mymarket-ის ინტერაქტიული Back to School კამპანია დაიწყო, სადაც მომხმარებლები თავად ქმნიდნენ კამპანიის არსს გამოგზავნილი მხიარული ისტორიების და სხვადასხვა კონტენტის მეშვეობით, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ბავშვობასთან აკავშირებს.

ყველაფერი კრეატიული იდეით დაიწყო, უარი გვეთქვა ტრადიციულ პესიმისტურ მიდგომაზე, სადაც სწავლის ძირი მწარე და უსიამოვნოა, ხოლო გვირაბის ბოლოს ჰიპოთეტური გატკბილება გველოდება, გვიყვება გვიყვება MY.GE-ის ბრენდის და პროდუქტების მარკეტინგის მენეჯერი მარიამ გოგსაძე. „გადავწყვიტეთ სექტემბერი, ახალი იდეების და მიზნების დასახვის თვედ გამოგვეცხადებინა, ხოლო მოსწავლეების და სტუდენტებისთვის გვეთქვა, რომ ყველაფერი, რაც ამ მიზნების შესასრულებადაა საჭირო, Mymarket-ზე ნახავდნენ, თანაც 90%-მდე ფასდაკლებით. გვჯერა, რომ როცა ზუსტად იცი, რა გჭირდება მიზნების ასრულებისთვის, ნათლად წარმოიდგენ შედეგს და მისკენ მიმავალი გზაც სასიამოვნო ხდება, მითუმეტეს, როდესაც ყველაფრის გადაჭრა ონლაინ ერთი კლიკით შეგიძლია – ამბობს მარიამ გოგსაძე.

ამჯერად ბრენდის კომუნიკაციის სამიზნე აუდიტორია ახალი თაობა იყო, რომელიც უფრო პროგრესული და მომთხოვნია, რომელსაც უკეთ აქვს გაცნობიერებული ახალი დროის გამოწვევები და იცნობს თანამედროვე ცხოვრებას. აქ დრო უფრო სწრაფი ტემპით მიედინება, ხოლო მისთვის ფეხის აწყობა  ახალგაზრდული თავდაჯერებით და თანამედროვე ტექნოლოგოების გამოყენებით უფრო მარტივდება. თუმცა, ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რაზეც თავად Mymarket ზრუნავს პარტნიორებთან ერთად, როგორ არის ელექტრონული კომერციის უცვლელი მეგობარი Visa და ასევე ცალკეული მაღაზიები, რომლებიც ქმნიან ფასდაკლებებს.

კამპანიის მიმდინარეობისას ელექტრონული კომერციის ყველაზე დიდმა პლატფორმამ საქართველოში, მომხმარებელს დიდი ფასდაკლებები შესთავაზა, ხოლო კომუნიკაცია რამდენიმე მიმართულებით გაიშალა ინტერნეტ სივრცეში, რაც მოიცავდა ციფრულ ბარათებს სკოლის დასამახსოვრებელი ფრაზებით და გამდიდრდა მხიარული ისტორიებით, კამპანიის გვირგვინი კი კრეატიული ვიდეორგოლი იყო, რაც სრულად ასახავს ბრენდის სტრატეგიული კომუნიკაციის სულისკვეთებას. კამპანიაზე MY.GE-ის გუნდთან ერთად საკომუნიკაციო სააგენტო „წიგნების თარომ“ იმუშავა.

როგორც სააგენტო გვიყვება „წიგნების თაროს“ ფროდაქშენისთვის Mymarket-ის კამპანიაზე “Back to School” მუშაობა ორიგინალური და ერთგვარად ექსტრემალური გამოცდილება იყო. იმის გათვალისწინებით, რომ შემოქმედებითი ჯგუფი პროექტის მომზადების დროს ინგლისში იმყოფებოდა, ხოლო ფროდაქშენის ჯგუფი – საქართველოში, კამპანიის ვიდეორგოლიც, გარკვეულწილად დისტანციურად დაიგეგმა, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გახდა შესაძლებელი.

Mymarket-ის მხრიდან მოწოდებული ბრიფის საფუძველზე, ჩვენ დავინახეთ კონცეფცია, სრული სურათი და გულწრფელად გვჯეროდა იდეის. გვსურდა მეტ ადამიანს გაეგო ამის შესახებ, რათა ერთი მხრივ სკოლისთვის და უნივერსიტეტისთვის მოსამზადებელი და საჭირო ნივთები უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო და მეორე მხრივ, უბრალოდ, ყველასთვის შეეხსენებინა, რომ ჩვენი მიზნების თუ სურვილების ასრულებისგან ზოგჯერ ერთი ნაბიჯი გვაშორებს. გვინდოდა გვეთქვა, უკან არ დაიხიონ ამ ნაბიჯის გადასადგმელად, რადგან შედეგით მიღებული სიხარული ყოველთვის შეუფასებელია“,- ასე აფასებს კამპანიას კრეატიული სააგენტო.

კამპანიის ვიდეორგოლი მალე აიტაცა საზოგადოებამ და ჩაერთო განხილვაში. Mymarket-ს უგზავნიდნენ სახალისო ისტორიებს სკოლის პერიოდიდან და თავგადასავლებს, რომელიც სოციალურ ქსელებში თავსდებოდა და გამოხმაურებაც მოიპოვა. Mymarket სულ უფრო მორგებული ხდება მომხმარებლებზე და ცვლის აქამდე არსებულ მიდგომას, ახლა ის უფრო უშუალოა კომუნიკაციაში და რაც მთავარია, კიდევ უფრო საშენო.

[პარტნიორის კონტენტი]

ნახეთ: Honda-ს მოტოციკლი Twitter-ზე სწრაფია…

როგორ შეიქმნა სამეგრელოს ლოგო?