in

Black Friday-ის 90%-მდე ფასდაკლება Mymarket-ზე

Mymarket-ზე „შავი პარასკევი“ ფერადი ოცნებების ასრულებას გპირდება, არნახული ფასდაკლებებით ყველა ნივთზე. 23 ნოემბრიდან, Mymarket-ზე 70%-მდე ფასდაკლება გელოდება ნებისმიერი „ონლაინ“ მაღაზიებიდან შეძენილ ნივთზე. ხოლო, 27-28 ნოემბერს Visa-ს ბარათით გადახდისას, დამატებით მიიღებ 20% ფასდაკლებას და შეგეძლება, ჯამში 90%-მდე თანხა დაზოგო, იშოპინგო „ონლაინ“, შეიძინო ახალი საყოფაცხოვრებო ტექნიკა გარანტიით, „სმარტფონები“, თავის მოვლის საშუალებები, ტანსაცმელი და სხვა საშენო ნივთები ისეთი ბრენდებისგან, როგორიც არის: Beko, Elit Electronics, Goodwill, Nike, iStore, Metromart, XS Toys, Pepela toy store, Mothercare-სა და კიდევ 130-ზე მეტი ციფრული მაღაზიიდან.

Mymarket-ის ვირტუალურ მაღაზიებში დაგხვდება მსოფლიო წამყვანი ბრენდების პროდუქცია გარანტიით და შეგიძლია, წინასაახალწლოდ, ახალი ნივთებით თავი გაინებივრო მაშინაც კი, თუ სასურველი ნივთის შესაძენად საკმარისი თანხა არ გაქვს. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია „სფეის“ ან თიბისის სრულიად დისტანციური განვადებით სარგებლობა, შენაძენს კი სასურველ მისამართზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიიღებ.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება. ამიტომ გადავწყვიტეთ, ყველაზე დაცულ სივრცეში, მომხმარებლისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, პანდემიის პირობებშიც ესარგებლა Black Friday-ს განსაკუთრებული ფასდაკლებებით, ეშოპინგა, ემოგზაურა ვირტუალურად მაღაზიიდან-მაღაზიაში, შეერჩია სასურველი ნივთები მარტივად და დაეზოგა თანხა. Mymarket-ს, როგორც პირველ ელექტრონული კომერციის პლატფორმას საქართველოში, სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს გლობალური გადახდების ტექნოლოგიის კომპანია VISA-სთან, რომელიც მუდმივად ფასდაკლებებით ანებივრებს ჩვენს მომხმარებელს. ამჯერადაც, „შავი პარასკევის“ ტრადიციულ ფასდაკლებებს, რომელსაც ჩვენს სივრცეში განთავსებულ ყველა მაღაზია სთავაზობს მომხმარებელს, 27-28 ნოემბერს დაემატება VISA-ს საჩუქარი -20%“, – ამბობს კომპანია MY.GE-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი მურთაზ ფუტკარაძე.

Mymarket-ზე ამჟამად 30 000-მდე სხვადასხვა ნივთის „ონლაინ“ყიდვაა შესაძლებელი და მათი რიცხვი და პროდუქციის მრავალფეროვნება მუდმივად იზრდება, საქართველოს მასშტაბით, ადგილზე მიტანის დრო კი პირიქით, მცირდება – უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით, მომხმარებელს, შეძენილ ნივთებს, უსწრაფესად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ვაწვდით.

 

[პარტნიორის კონტენტი]

„აჭარაბეთმა“ CSR  პლატფორმა „ინიციატივა“ წარადგინა

„ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტი და „დანკინის” Drive-Thru რესტორანი გაიხსნა