in

Mymarket და eMoney ქეშბექის აქციას გთავაზობთ

Mymarket აგრძელებს სიურპრიზებს მომხმარებლისთვის და ამჯერად, eMoney-სთან ერთად, ქეშბექის აქციას გთავაზობს. 11 დეკემბრიდან, გადაიხადე eMoney-ს ანგარიშით Mymarket-ზე და დაიბრუნე გადახდილი თანხის 25%, „იმანის“ ბალანსზე. შეთავაზებით მხოლოდ პირველი 50 ადამიანი ისარგებლებს, ასე რომ იჩქარე.

Mymarket-ზე ახალი ნივთების სრულიად დისტანციურად შეძენა შესაძლებელია თავის მოვლის საშუალებების, ჰიგიენური, საბავშვო ნაწარმის, ტანსაცმლის,  ელექტრო ტექნიკის და  სხვა ყველაზე მოთხოვნადი კატეგორიებიდან. გარდა ამისა, ახალი ნივთების „ონლაინ“ შეძენისას, მიიღებ  გარანტიას და შეგიძლია, ისარგებლო სრულიად დისტანციური განვადებით და ადგილზე მიტანით, მთელი საქართველოს მასშტაბით. ამჟამად, აქ 30 000-ზე მეტი სხვადასხვა ნივთის „ონლაინ“ ყიდვა შეგიძლია და განთავსებულია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პროდუქცია.

Mymarket მომხმარებელს წლების განმავლობაში უმარტივებს სასურველი ნივთების მოძიებას და შეძენას. ის მუდმივად ცდილობს, შესთავაზოს მოხმარებელს ფასდაკლებები და სხვადასხვა აქციები, რათა უფრო გაუმარტივოს შეძენა და ხელმისაწვდომი გახდეს პროდუქცია.

eMoney ადამიანებისთვის გადახდების ისეთი პლატფორმის შეთავაზებაა, რომელიც კომფორტს შეუქმნის და დაუზოგავს როგორც დროს, ასევე ენერგიას. ქართულ რეალობაში, გადახდების მარტივ, დაცულ და მოსახერხებელ გამოცდილებას, eMoney-ს ციფრული საფულე, ჯერ კიდევ 2007 წლიდან ქმნის იმ ადამიანებისთვის, ვისაც ერთი სივრციდან სურს ისეთი სერვისებით სარგებლობა, როგორიც არის: კომუნალური გადახდები და მობილური ოპერატორები, ასევე საბანკო გადარიცხვები, საერთაშორისო გზავნილები, დაზღვევა და სხვა.

 

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ გაყიდა Cyberpunk 2077-მა დაპირება და გააჩინა მოლოდინი

ბრაზილიელი მეცნიერების რუკა – როგორ გადავარჩინოთ ტყე განადგურებისგან