in

Mymarket-ის პლატფორმა სრულად განახლდა

Mymarket, ყველაზე საჭირო ადგილი ქართულ ინტერნეტში, 17-წლიანი არსებობის მანძილზე, სრულად პირველად განახლდა. ორი ათწლეულია, Mymarket ამარტივებს ყიდვა-გაყიდვის პროცესს, პასუხობს შექმნილ გამოწვევებს და ქმნის თითოეული მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს“. 

Mymarket, მუდმივად ავითარებს იმ მომსახურებებს, რომელიც მომხმარებელს, მოცემულ დროში, ყველაზე მეტად სჭირდება.

პროგრამირების თანამედროვე ენების გამოყენებით, Mymarket სრულიად თავიდან დაიწერა, რაც უფრო მსუბუქს ხდის ვებგვერდს და თანაბრად მოსახერხებელი იქნება ყველა ტიპის და მწარმოებლის მიერ შექმნილი მობილური თუ კომპიუტერული მოწყობილობებისთვის.

ბრენდის დაპირების შესაბამისად, Mymarket-ზე ყოველთვის მარტივად ნახავ საშენოს, ასოების ცდომილების მიუხედავად ან ფოტოს საშუალებით. ახალი ინტერფეისით, შენთვის ყველაზე საჭირო ღილაკები ყოველთვის ხელთ გექნება და ვებგვერდი შენი ძებნის ისტორიაზე დაყრდნობით, შემოგთავაზებს საჭირო ნაწარმს, უსიტყვოდ გაიგებს შენს გულისთქმას, ყიდვის პროცესს კი, გადახდის მეთოდების სიმრავლე გაგიმარტივებს.

ამიერიდან, Mymarket-ზე განთავსებულ 600-ზე მეტ მაღაზიას ექნება ინდივიდუალური ვებგვერდი. სიახლეები იქნება მაღაზიებისა და ფიზიკური პირების შეფასების სისტემაშიც. ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი კი, როგორიც არის ფასდაკლებები, კატეგორიები და  მომხმარებელთა მიერ გაკეთებული შეფასებები, მაღაზიის გვერდზე, დასაწყისშივე დაგხვდება. ამით, დაზოგავ ძვირფას დროს, რომ Mymarket-ზე ყოველთვის მარტივად ნახო საშენო.

„COVID-19-მა დაგვანახვა, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს „ონლაინ“ ვაჭრობა და ზოგადად, დისტანციური სერვისები, ადამიანების ცხოვრებაში. ამიტომ, Mymarket-მა, პანდემიის დასაწყისშივე მისცა მაღაზიებს შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ, გაციფრულებულიყვნენ და ჰქონოდათ „ონლაინ“ შოპისთვის საჭირო ყველა სერვისი. მაშინ გავუშვით ფიზიკური პირებისთვის მეორადი პროდუქციის ადგილზე მიტანის მომსახურებაც. ამ შემართებით განვაგრძეთ განახლებაზე მუშაობა და შევქმენით სივრცე, სადაც ერთნაირად მარტივად იყიდი ან გაყიდი სასურველ პროდუქციას”, – გვიყვებიან MY.GE-ში. 

 

[პარტნიორის კონტენტი]

5 მითი მოქნილ მუშაობაზე

„ევროპაბეთის“ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, სტუდენტებისთვის