ცხოვრების გამარტივება – ორი ბრენდის ერთი და იგივე მთავარი დაპირება, რომელიც მასშტაბური კოლაბორაციით დასრულდა – სულ ახლახან, არსებობის 17 წლის მანძილზე, Mymarket, სრულად, პირველად განახლდა. ეს მოვლენა კომპანიამ Funduki-სთან გაერთიანებით აღნიშნა. მათ ჩანთების და საწვიმრების ერთობლივი კოლექცია შექმნეს.
პირველი მოდელები განკუთვნილია Mymarket-ის გუნდის წევრებისთვის, მალე კი განახლებისთვის მიძღვნილ მოდელებს, ექსკლუზიურად, Mymarket-ზე შეიძენთ.
„ფუნდუკი“ საოჯახო ბიზნესია, რომელიც აწარმოებს უნიკალური დიზაინის ნივთებს, მათ შორის – ტანსაცმელს, აქსესუარებსა და ავეჯს. ამ ბრენდის კონცეფცია და ნივთების დამზადება აგებულია ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაზე.
Mymarket, ელექტრონული კომერციის ყველაზე დიდი პლატფორმა საქართველოში, 2003 წლიდან არსებობს. ამ დროის განმავლობაში, მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს იმ სერვისებსა თუ პროდუქტებს, რომელიც მოცემულ დროს, ყველაზე მეტად სჭირდება.
„კოლექციაზე მუშაობა მარტივი პროცესი არ იყო. უნდა გაგვეთვალისწინებინა გუნდის თითოეული წევრის ხასიათი, მათი სტილი, ცხოვრების წესი, გვინდოდა, ყველა მათგანს საბოლოოდ მიეღო საჩუქარი, რომელიც სრულად ასახავდა მათ ხასიათსა და გაუმარტივებდა ყოველდღიურობას. სწორედ ამიტომ, ბევრი ფიქრისა და მუშაობის შემდეგ, შეიქმნა მრავალფუნქციური ჩანთები და საწვიმრები, რომელსაც დიზაინი ეცვლება და გუნდის ყველა წევრის ხასიათსა და სტილს მარტივად მორგება.
რაც მთავარია, მუშაობისას გავითვალისწინეთ, როგორც Mymaket-ის, ისე „ფუნდუკის“ მთავარი მიზანი. გაყიდვაში ჩაშვების შემდეგ, თავად მომხმარებლებიც იგრძნობენ, როგორ ვამარტივებთ მათ ცხოვრებას ამ კოლექციითაც“.
[R]