in

Mymarket.ge ფიშინგის ახალ ტალღას ებრძვის

უკვე დიდი ხანია, ფიშინგი ბევრი კომპანიისთვის აქტუალურ პრობლემად იქცა… ალბათ, გახსოვთ კიდეც გასულ წელს Mymarket.ge-სთან დაკავშირებით რამხელა აჟიოტაჟი ატყდა, როდესაც ფიშერებმა ბოროტად გამოიყენეს პლატფორმის სახელი და მომხმარებლების მოტყუება დაიწყეს, ფულის მითვისების მიზნით.

ახლა კი ეს პრობლემა კვლავ გააქტიურდა. Mymarket-ის სახელით მომხმარებლებთან sms-ები იგზავნება, კერძოდ, საუბარია მათზე, ვისაც განცხადება უდევს — თითქოს, მათი ნივთი გაყიდულია და თანხის მისაღებად სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ. რა თქმა უნდა, ყველაფერი აბსოლუტურად საპირისპიროდ ხდება და შევსებისთანავე ბარათიდან თანხა ეჭრებათ.

ბმულზე გადასვლისას მომხმარებელი Mymarket-ის მსგავს ვებგვერდზე ხვდება, სადაც ბარათის მონაცემებია შესაყვანი. ყველაზე დამაბნეველი კი ის არის, რომ აღნიშნული შეტყობინება „მაიმარკეტის“ ჩათში იგზავნება, სადაც პლატფორმის სარეკლამო თუ სხვა სახის გზავნილებს იღებენ.

ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა დაიცვათ თავი ფიშინგისგან. ამისათვის კი ეს რჩევები გამოიყენეთ:

  1. არ გახსნათ საეჭვო ბმულები;
  2. არ შეავსოთ არანაირი ფორმა, სადაც ბარათის მონაცემების შეყვანას გთხოვენ;
  3. გაყიდული ნივთის საფასურის მისაღებად გჭირდებათ მხოლოდ ანგარიშის ნომერი და არა — ბარათის ნომერი, ვადა და კოდი;
  4. Mymarket-ს არ აქვს მომსახურება ან ვებგვერდი, სადაც ნივთის გასაყიდად ბარათის მონაცემების შეყვანა გჭირდებათ;
  5.  Mymarket-ზე ბარათის მონაცემები შეგყავთ მხოლოდ მაშინ, როცა ნივთს ონლაინ ყიდულობთ. ყურადღება მიაქციეთ ვებგვერდის მისამართს, რომელიც იწერება შემდეგნაირად — mymarket.ge. სხვა კომბინაციებით დაწერილი მისამართი Mymarket-ს არ ეკუთვნის.

რატომ არის ბრენდის დაბადების დღის დაწესება მნიშვნელოვანი?

როგორ უნდა შექმნათ კომპანიის გაზომვადი მიზანი?