29
Nov
2019

როგორ გახდა MYMARKET.GE უფრო საშენო – მოკლედ ღონისძიების შესახებ

29 Nov 2019

საკმაოდ ბევრი ბიზნეს ისტორიის გაცნობის შემდეგ დავასკვენი, რომ მიზანი ყოველთვის მიუღწეველი გვეჩვენება მანამ, სანამ მასზე მუშაობას არ დავიწყებთ. ერთგვარად, აქსიომასავით ჟღერს, თუმცა, ხშირად მხოლოდ იმიტომ ვნებდებით, რომ ჩვენს წარმოდგენებში ერთად მოზღვავებულ ბევრ წვრილ თუ დიდ წინაღობას ვერ ვუმკლავდებით. არადა ეს მხოლოდ წარმოდგენებში არსებული, გამძაფრებული წინაღობებია, რომელთა დაძლევაც მხოლოდ მაშინ შეგვეძლება, როცა საქმეს შევუდგებით.

ზუსტად ასე შეუდგნენ 16 წლის წინ კახა და ლაშა გიგიტელაშვილები პრაქტიკულად ქართული E-Commerce-ის – MYMARKET.GE-ს განხორციელებას. ეს კი, სწორედ ის პერიოდია, როცა საქართველოში დენი პირდაპირი მნიშვნელობით ბჟუტავდა, ქართველი ხალხის დიდ ნაწილს კი წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ სულ რამდენიმე წელიწადში ისინი მანქანის, ტექნიკის და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენას ონლაინ შეძლებდნენ.

სწორედ ამ ჯერკიდევ ვერგანათებულ საქართველოში გაჩნდა ამგვარი პლატფორმა, რომელმაც წლების განმავლობაში უამრავი მომხმარებელი მოაგროვა და დღეს მისი რიცხვი 2.2 მილიონია. სწორედ ის ვებგვერდი, რომელმაც სულ პირველად ფანრიანი ნოკია გაყიდა, დღეს თვეში 900 000-ზე მეტ ვიზიტორს აგროვებს. ეს აქამდე არსებული სტატისტიკაა, თუმცა, ამბავი, რომელსაც ახლა უნდა მოგიყვეთ, ალბათ პლატფორმის პოპულარობას კიდევ უფრო გაზრდის.

MYMARKET.GE-ის 16 წლიანი არსებობის განმავლობაში პლატფორმა მუდმივად ვითარდებოდა, თუმცა ამჯერად საიტის “ცხოვრებაში” ყველაზე დიდი, ისტორიული განახლების ჯერი დადგა. განახლდა მთავარი გვერდი, რომელიც ყველა მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე იცვლება, დაიხვეწა და უფრო დაჭკვიანდა ძებნა, სადაც ემოჯითაც კი შესაძლებელია ნივთის ან მომსახურების პოვნა. დაემატა საშენო ფასის შეთავაზების მოდული, რაც როგორც გამყიდველს, ასევე მყიდველს უმარტივებს შოპინგის პროცესს. დაიხვეწა განცხადების დამატება, გახდა უფრო მარტივი და კომფორტული. დაემატა Draft-ის ავტომატური შენახვა, რისი დახმარებითაც შეწყვეტილი განცხადების დამატების გაგრძელებაა შესაძლებელი. გაუმჯობესდა მრავალი პატარა დეტალი, რომელმაც MYMARKET.GE უფრო საშენო გახადა.

MY.GE-ს გუნდი ბრენდის ახალ სტრატეგიაზე 2018 წლის განმავლობაში მუშაობდა, რომლის მთავარი დაპირებაა: “შევქმნათ ჩვენი 2.2 მილიონი ადამიანის პერსონალური გამოცდილება”. სწორედ ამის შედეგია ახალი მაიმარკეტი, რომელზეც კომპანია 240 დღის განმავლობაში მუშაობდა, შესაბამისად, მაიმარკეტი მაი.ჯი-ს ახალი სტრატეგიის მიხედვით განახლდა.

ზუსტად ბოლო, 240-ე დღეს კომპანიამ საიტის ახალი ვერსიის პრეზენტაციაზე მიგვიწვია. დიდ ეკრანზე ჩართული წამზომი და ამ წამზომზე შესრულებული 240 დღე ალბათ ზუსტად გამოხატავდა იმ ემოციას, თუ როგორ ელოდებოდა კომპანიის გუნდი ამ ცვლილებას – საიტის ისტორიაში ყველაზე დიდ განახლებას.

ღონისძიების ბოლოს სტუმრებსს საშუალება ჰქონდათ, MYMARKET-ის ბანერზე თავიანთი აზრი დაეფიქსირებინათ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება, ეს პლატფორმა კიდევ უფრო მეტად გახდეს მომხმარებელზე მორგებული.

MYMARKET.GE-ს ახალი ვერსია უკვე გაეშვა, სრულიად განახლდა დესკტოპ ვერსია. თუმცა, ცვლილებები არ დასრულებულა. პირიქით, როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ყველაფერი წინ არის. ისინი კიდევ უფრო ეცდებიან MYMARKET.GE უფრო საშენო გახადონ და აქტიურად იმუშავებენ საიტის მობილურ ვერსიაზე, რომელიც 2020 წლის დასაწყისისთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება.

აი, აქამდე კი, შესაძლებლობა გაქვთ, დაათვალიეროთ ახალი, უფრო საშენო MYMARKET.GE და უფრო მარტივად შეიძინოთ სასურველი ნივთი.

 

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა