in

Mymarket-ზე მეორადი ნივთების შესაძენად სესხის მოთხოვნა გახდა შესაძლებელი

Mymarket-ს დაემატა ახალი შესაძლებლობა, რომელსაც წლებია, ელოდებიან მომხმარებლები. ამიერიდან, Mymarket-ზე სასურველი ნივთების „ონლაინ“ გაყიდვასთან ერთად, შეგიძლია, მოითხოვო სესხი მეორადი პროდუქტის შესაძენად. აღმოაჩინე სასურველი მეორადი ნივთები, მოითხოვე თანხა და შეიძინე თიბისი კრედიტის სამომხმარებლო სესხის მეშვეობით. სესხის მოთხოვნა შესაძლებელია განცხადების დეტალური გვერდიდან ღილაკზე „დაიმტკიცე სესხი“ დაკლიკებით.

მნიშვნელოვანია, რომ მეორადი ნივთების შესაძენად განკუთვნილი სესხი – სამომხმარებლო სესხია, რომლიც ვებგვერდზე, ზუსტად თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში არსებული პირობებით არის ხელმისაწვდომი.

ქართული E-Commerce-სთვის ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რამდენადაც რთულ დროში წაახალისებს ვაჭრობას, დააკავშირებს გამყიდველსა და მყიდველს, მაშინაც კი, თუ საჭირო ნივთის შესაძენად საკმარისი თანხა არ აქვს.

Mymarket წლებია, ყველაზე საჭიროა ადგილია ქართულ ინტერნეტში, სადაც ყოველთვიურად 150 000-ზე მეტი განცხადება თავსდება. უამრავი კერძო გამყიდველის შემოსავალი დამოკიდებულია პლატფორმის შესაძლებლობებზე და მის სერვისებზე. როდესაც ამას აცნობიერებ, მცირე ბიზნესისთვის ასე რთულ დროს, ხვდები რომ მეტის გაკეთება შეგიძლია“,- ამბობს Mymarket-ის მიმართულების ხელმძღვანელის ნიკა ჩილინდრიშვილი.

მისი თქმით, პლატფორმა დამატებითი სერვისებით ადამიანებს უმარტივებს ყიდვა-გაყიდვის პროცესს.

ჩვენ ვცდილობთ განვავითაროთ, როგორც „ონლაინ“ მაღაზიისთვის შექმნილი სერვისები, ისე ფიზიკური პირებისთვის შევქმნათ დამატებითი შესაძლებლობა – მარტივად გაყიდონ, ან იყიდონ მეორადი პროდუქცია. ჩვენი ერთ-ერთი მთავარია მიზანია ფიზიკური პირებისთვის შევქმნათ ეკოსისტემა, სადაც თითოეულ მათგანზე მორგებული სერვისებით მიიღებენ სასურველ შედეგს“.

მკაცრი რეგულაციების ფონზე, მაისში, Mymarket-ს დაემატა ახალი სერვისი, რითიც ფიზიკურ პირებს გაუჩნდათ შესაძლებლობა, იყიდონ ან გაყიდონ სასურველი ახალი თუ მეორადი ნივთები დისტანციურად, „ონლაინ“ გადახდითა და მიწოდების სერვისის დახმარებით.

კომპანია MY.GE მუდმივად ცდილობს, თავის ბრენდებში დანერგოს მომხმარებელზე და მის კომფორტზე ორიენტირებული პროდუქტები. Mymarket, როგორც პირველი E-Commerce პლატფორმა საქართველოში, დაარსებიდან ყველაზე საჭირო ადგილი გახდა ქართულ ინტერნეტში, რომელიც მომხმარებელს, წლებია, უმარტივებს სასურველი ნივთების მოძიებას და შეძენას.

 

[პარტნიორის კონტენტი]

მეტი ვიდრე კომპანია – თბილისის საუკეთესო ოფისები

მეცნიერებმა შავი ხვრელიდან ენერგიის მიღების ახალი გზა აღმოაჩინეს