in

მეორადი კომპიუტერები და აქსესუარები ონლაინ, Mymarket-ზე უკვე იყიდება 

სასურველი ნივთების „ონლაინ ყიდვა – გაყიდვა უფრო გამარტივდა. ფიზიკურ პირებს უკვე შეუძლიათ იყიდონ ან გაყიდონ სასურველი ახალი თუ მეორადი ნივთები დისტანციურად, „ონლაინ“ გადახდითა და მიწოდების სერვისის დახმარებით.

საწყის ეტაპზე, მიტანის სერვისი ჩართული იყო მხოლოდ მობილურების კატეგორიაზე. ახლა უკვე შესაძელებლია, მობილურებთან ერთად, იყიდო ან გაყიდო ლეპტოპი, კომპიუტერული და მობილური აქსესუარები, სახლიდან.

ნივთების გასაყიდად უნდა დაამატო განცხადება Mymarket-ზე, მონიშნო, რომ გსურს „ონლაინ გაყიდვა, შეავსო შესაბამისი ველები და განცხადება გამოქვეყნდება პლატფორმაზე „ონლაინ“ გაყიდვის შესაძლებლობით.

„ნივთის გაყიდვის შემთხვევაში, ჩვენი კურიერი დაუკავშირდება მფლობელს, ეწვევა მისამართზე და წამოიღებს ნივთს. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს Mymarket-ის პარტნიორი ორგანიზაცია, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით. მყიდველთან ჩაბარებამდე მოხდება ამანათის დეზინფექცია, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა შესაძლო რისკი.

მყიდველს ნივთის მიღებისას აქვს შესაძლებლობა 10-15 წუთის მანძილზე დაათვალიეროს, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება ის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში მითითებულ მონაცემებს. დატოვების შემთხვევაში, გამყიდველს ჩაერიცხება ნივთის ღირებულების თანხა საკომისიოს გამოკლებით. ნივთის დაბრუნების შემთხვევაში კი მყიდველი იხდის მხოლოდ ტრანსპორტირების ღირებულებას“.

 

[R]

„ჩვენ არ ვიბრძვით პირველობისთვის, ეს ხომ ისედაც გარდაუვალია, როცა საუკეთესოდ აკეთებ შენს საქმეს“ – LAB-ის ბიზნესისტორია

„პირველ ქართულ ავტოაუქციონზე, პირველი ავტომობილი გაიყიდა“- Myauto.ge