in

განახლებული Mymarket-ის 7 საშენო ფუნქციონალი

ყველაზე დიდი E-Commerce პლატფორმა სრულად პირველად განახლდა, 17 წლის მანძილზე

„თითქმის, ორი ათწლეულია, Mymarket უმარტივებს მყიდველსა და გამყიდველს „ონლაინ“ ვაჭრობას, პასუხობს შექმნილ გამოწვევებს და ქმნის თითოეული მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს. ამჯერად, პლატფორმის ისტორიაში პირველად, ის სრულად განახლდა და პროგრამირების თანამედროვე ენების გამოყენებით თავიდან დაიწერა“.

ახლა სწორედ Mymarket-ის 7, ახალ ფუნქციონალზე გიამბობთ:

უფრო მსუბუქი ვებგვერდი –  ახალი ვებგვერდი, მომხმარებელს, უფრო მსუბუქ სერფინგს სთავაზობს, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის ონლაინ ვაჭრობას. განახლებული Mymarket, თანაბრად მოსახერხებელი იქნება ყველა ტიპის და მწარმოებლის მიერ შექმნილი მობილური თუ კომპიუტერული მოწყობილობებისთვის.

გამარტივებული ძებნა – Mymarket-ზე სასურველი პროდუქტისა თუ მომსახურების ძებნას კვლავ ლოგოდანვე დაიწყებ და ბრენდის დაპირების შესაბამისად, ყოველთვის მარტივად ნახავ საშენოს. ახალი ვერსიაში, შენარჩუნებულია ძებნის ჭკვიანი სისტემა, სადაც ასოების ცდომილების მიუხედავად, სასურველი ნივთის თუ მომსახურების მოძებნას მაინც შეძლებ. ასევე, მნიშვნელოვანია ფოტოსურათის მეშვეობით მსგავსი პროდუქტის პოვნის შესაძლებლობა.

ახალი ინტერფეისი – საშუალებას მოგცემს შენთვის ყველაზე საჭირო ღილაკები ყოველთვის ხელთ გქონდეს და ვებგვერდი შენი ძებნის ისტორიაზე დაყრდნობით შემოგთავაზებს საჭირო ნაწარმს და უსიტყვოდ გაიგებს შენს გულისთქმას.

მთავარ გვერდზე დაგხვდება ბლოკები, რომლებიც გაგიმარტივებს ძიების გაგრძელებას, ხოლო ბლოკებზე „დაკლიკების“ შემთხვევაში, გადახვალ იმ განცხადებებზე, რომელი პარამეტრებითაც შენ ეძებდი. აღნიშნული ხელსაწყოები შეგიძლია, შეინახო და როდესაც თავად მოისურვებ მაშინ გააგრძელო ძიება.

შენთვის საინტერესო – ამ ბლოკში გამოვა ბოლოს ნანახი კატეგორიების განცხადებები. ასევე, მთავარ გვერდზე იქნება გამოტანილი იმ პერიოდის საუკეთესო შეთავაზებები, აქტუალური კატეგორიიდან და საშენო აქციები.

რევიუ – იმისთვის, რომ ყოველთვის ხარისხიანი პროდუქტი იყიდო, დავნერგეთ შეფასების სისტემა. განახლებულ Mymarket-ზე როგორც მომხმარებლისთვის. ასევე აქ განთავსებული 300-ზე მეტი მაღაზიისთვის და ფიზიკური პირებისთვის დაემატა შეფასების სისტემა. როდესაც „ონლაინ“ შეძენილ ნივთს ადგილზე მოგიტანენ, Mymarket-ზე შეტყობინებებში გამოგიჩნდება შეფასების ბლოკი, სადაც ქულებს მიანიჭებ როგორც გამყიდველს, ისე პროდუქტს, სურვილისამებრ შეგიძლია დატოვო კომენტარიც.

ახალი შესაძლებლობები მაღაზიიდან ყიდვისას – 300-ზე მეტ მაღაზიას, რომელიც განთავსებულია Mymarket-ზე, ექნება ინდივიდუალური ვებგვერდი, სადაც მომხმარებელი, პლატფორმიდან გაუსვლელად, შეძლებს პროდუქციის დათვალიერებას და შეძენას. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი –  ფასდაკლებები, კატეგორიები და სხვა მომხმარებელთა მიერ გაკეთებული შეფასებები – დასაწყისშივე დაგხვდება.

ამრიგად, Mymarket კიდევ უფრო მეტად მოერგება შენს სურვილებს, რათა ყოველთვის მარტივად ნახო საშენო და მიიღო მოცემულ დროში ყველაზე საჭირო სერვისები.

 

[პარტნიორის კონტენტი]

Facebook მომავალი კვირიდან საკუთარ პოდკასტის პლატფორმას აამოქმედებს!

Sprimo – მოწყობილობა, რომელიც ჰაერის სისუფთავის მონიტორინგში დაგეხმარებათ