13
Feb
2020

MYMARKET-ის მობილური ვერსია განახლდა 

13 Feb 2020

ცოტა ხნის წინ, MYMARKET-ის დესკტოპ ვერსია განახლდა. როგორც კომპანიაში ამბობენ, ამის შემდეგ, ყველაზე მეტი უკუკავშირი მობილური ვერსიის განახლების აუცილებლობასთან დაკავშირებით მიიღეს. რადგან, მათი თქმით, ვებგვერდის ვიზიტორების ნახევარზე მეტი, სწორედ ამ ფორმით იყენებს პლატფორმას. ​

 

 

„დეკემბერში დავიწყეთ მობილური ვერსიის განახლებაზე მუშაობა, გუნდის მთავარი მიზანი იყო, რომ სრულად გადმოგვეტანა ყველა ის ფუნქციონალი „მობაილში“, რაც აქამდე მხოლოდ დესკტოპ ვერსიიდან იყო ხელმისაწვდომი. შევეცადეთ, შეგვექმნა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული „საშენო“ მობილური პლატფორმა და გაგვეთვალისწინებინა ყველა საერთაშორისო სტანდარტი“.

როგორც MYMARKET-ში ამბობენ, თავიდანვე დაისახეს მიზნად, რომ ყველა ფუნქციონალი თითის ერთ გაწვდენაზე ყოფილიყო, რაც UX გუნდმა ეფექტურად შეასრულა. სწორედ ამიტომ, ვებგვერდის მთავარი ელემენტები ქვედა ნაწილში ჩამოიტანეს და ფუნქციურად დატვირთეს მარცხენა მენიუ.

რაც შეეხება MYMARKET-ის მობილური ვერსიის ძირითად სიახლეებს: 

  • სრულად გადმოვიდა ყველა ის ფუნქციონალი, რაც მანამდე მხოლოდ დესკტოპიდან იყო ხელმისაწვდომი;
  • ხელმისაწვდომია ჭკვიანი ძებნა, რომლიც იმახსოვრებს წინა ძიებებს და მომხმარებელს სთავაზობს მისთვის საინტერესო განცხადებებს;
  • შესაძლებელი გახდა ემოჯის მეშვეობით ძებნა;
  • მაქსიმალურად შემცირებულია სარეკლამო სივრცე, რომელიც დაიტვირთება მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციით;
  • შეიცვალა და ფუნქციურად დაიტვირთა მარცხენა მხარეს განთავსებული მენიუ;
  • ხელმისაწვდომი გახდა წერილის მიწერის ფუნქციონალი;

„თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, MYMARKET-ის მობილურ ვერსიას დაემატა უამრავი სხვა დეტალი, რომელიც მომხმარებელს კიდევ უფრო გაუადვილებს პლატფორმით სარგებლობას და საგრძნობლად გაუმარტივებს სასურველი ნივთის მოძებნის, შეძენის თუ გაყიდვის პროცესს“.

[R]

 

განხილვა