„Mymarket-ზე ისევ სიახლეებია – საქართველოში პირველად, e-commerce პლატფორმაზე სურათითაც შეძლებ სასურველი პროდუქტის ნახვას. ნივთის მოძებნა, აქამდე, სიტყვების გარდა, ემოჯის გამოყენებითაც იყო შესაძლებელი. ძებნის ველში განთავსებულია12 ყველაზე პოპულარული კატეგორიის შესაბამისი სიმბოლო, რომლის მეშვეობითაც ემოჯიზე ერთი დაკლიკებით იპოვი საშენო ნივთებს. ტექნოლოგიური ბრენდი MY.GE ქმნის მომხმარებლის პერსონალურ გამოცდილებას და მუდმივად ცდილობს თავის პლატფორმებში დანერგოს საშუალებები, რომელიც მომხმარებელს ვებგვერდებით თუ მობილური ვერსიით სარგებლობას გაუმარტივებს“.
სასურველი ნივთის მარტივად მოსაძებნად, საკმარისია, Mymarket-ზე, ძებნის ველში ატვირთო უკვე გადაღებული სურათი, ან პროცესში გადაიღო. დააკლიკო ძებნას და შედეგებში გამოგიჩნდება ვიზუალურად მსგავსი ნივთები – შესაბამისი მოდელის „სმარტფონი“, ტანსაცმელი და სხვა ახალი თუ მეორადი ნივთი.
„ხელოვნური ინტელექტი თავის გამოცდილებაზე სწავლობს, ახდენს ადაპტაციას მოცემულ დავალებებთან და ასრულებს ისეთ სამუშაოს, რაც მანამდე მხოლოდ ადამიანს შეეძლო. თუმცა, იქამდე, სანამ ანდროიდები სამყაროს მომავალს განსაზღვრავენ, ასისტენტობას გვიწევენ ვიპოვოთ ისეთი ნივთები, რომლის სახელიც არ ვიცით, დაგვავიწყდა, ან გვაინტერესებს რა ღირს“.
MY.GE-ის აპლიკაციების და AI დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ჯუღელი ამბობს, სურათით ძებნის ფუნქციონალით, Mymarket-ის ძიების სისტემა კიდევ უფრო მეტად მოერგო მომხმარებლის ინტერესებს.
„Mymarket-ს ყოველთვიურად 1.2 მილიონი მომხმარებელი სტუმრობს, ხოლო ჯამში განთავსებულია 100 000-ზე მეტი ნივთი და მომსახურება. ჩვენი მომხმარებლების მიერ მოწოდებული მონაცემების დამუშავებისა და კატეგორიზაციის შემდგომ, შესაძლებელი გახდა Mymarket-ის ძიების სისტემის კიდევ უფრო მორგება მომხმარებლის ინტერესებზე და დაემატა სურათით ძებნის ფუნქციონალი, რომელიც ვიზიტორს საშუალებას აძლევს, ათიათასობით განცხადება გაფილტროს და ატვირთულ სურათთან მსგავსების მიხედვით დაახარისხოს. ძიების სიზუსტისთვის, მოცემული სისტემა ითვალისწინებს წარსულში განთავსებულ განცხადებებს და მათთან ასოცირებულ სურათებს. ძიების მომენტში კი ითვალისწინებს პლატფორმაზე არსებულ აქტიურ განცხადებებს და მათ სურათებს. ყოველი ახალი განთავსებული განცხადება ან მომხმარებლის მიერ სურათით ძებნის შედეგი ჩვენს ხელოვნურ ინტელექტს აწვდის დამატებით მონაცემებს სწავლისთვის, რაც დროთა განმავლობაში მის სიზუსტეს იდეალურ ნიშნულამდე მიიყვანს, რათა კიდევ უფრო მარტივი იყოს საშენოს პოვნა“.
MY.GE-ის მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი მურთაზ ფუტკარაძე ამბობს, რომ სურდათ, მომხმარებლისთვის, მაქსიმალურად მარტივი ყოფილიყო პლატფორმით სარგებლობა.
„ვიზიტორების უმრავლესობა Mymarket-ს „სმარტფონის“ მეშვეობით სტუმრობს, ჩვენი მიზანი იყო მომხმარებლებისთვის გაგვემარტივებინა პლატფორმით სარგებლობა და მიგვეცა შესაძლებლობა, მისთვის მოსახერხებელი ფორმით ეპოვნა სასურველი ნივთი”, – ამბობს MY.GE-ის მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი მურთაზ ფუტკარაძე.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/watch/?v=889505264913101″ width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
[R]