in

Mymarket-ზე, მეორადი პროდუქციის ყიდვა-გაყიდვა უკვე განვადებით შეგიძლიათ

განვადებით ახალი პროდუქტის შეძენა, უცხო არავისთვის არ არის, მაგრამ რას იტყვით, თუ განვადებით შეძლებთ მეორადი პროდუქციის ყიდვა-გაყიდვას? ყველაზე დიდი E-Commerce პლატფორმა Mymarket, რომელიც 17 წლის მანძილზე უმარტივებს მყიდველსა და გამყიდველს „ონლაინ“ ვაჭრობას, ტრადიციას, არც ამჯერად ღალატობს. პირველად ქართული E-Commerce პლატფორმების ისტორიაში, მომხმარებელი შეძლებს, იყიდოს ან გაყიდოს მეორადი პროდუქცია „ონლაინ“ და ამავე დროს, ისარგებლოს TBC განვადებით.

BOG
BOG

„Mymarket ქართულ ბაზარზე, მეორადი პროდუქციის ყიდვა-გაყიდვის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია. ამიტომაც გვსურს, ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო გავუმარტივოთ ეს პროცესი”, – გვიყვებიან Mymarket-ში -„ხშირად ძველი ნივთების გაყიდვის შემაფერხებელი ფაქტორი უდროობაა, პოტენციურ მყიდველთან კომუნიკაცია, გაყიდული ნივთის მიწოდება და ანგარიშსწორება. გარდა ამისა, მყიდველს შესაძლოა, არ ჰქონდეს სრული თანხა. სწორედ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად შეიქმნა მეორადი პროდუქციის ონლაინ და განვადებით გაყიდვის შესაძლებლობა“. 

Mymarket-ზე განცხადების ატვირთვის დროს მონიშნე – „ონლაინ“ გაყიდვა. ნივთის გაყიდვის შემთხვევაში, კურიერი უზრუნველყოფს მისი საქართველოს ერთი წერტილიდან, მეორე წერტილში ტრანსპორტირებას. ამასთანავე, „ონლაინ“ გაყიდვის მონიშვნით შენ მყიდველს აძლევ შესაძლებლობას, ისარგებლოს განვადებით და შეიძინოს ნივთი მაშინაც კი, როდესაც სრული თანხა არ აქვს. ამგვარად, ყიდი ნივთებს ნებისმიერი ადგილიდან ნებისმიერ ადგილას, შენ იღებ სრულ თანხას, ხოლო მყიდველი ღირებულებას ფარავს ეტაპობრივად.

„ონლაინ“ შეგიძლია, გაყიდო ნებისმიერი ნივთი, რომელსაც აღარ იყენებ ან არც კი გახსოვს, რომ  გაქვს. პირველ ეტაპზე, ყიდვა-გაყიდვა ხდება შემდეგ კატეგორიებზე: ტელეფონი, კომპიუტერი, მათი აქსესუარები, ნებისმიერი საოჯახო ტექნიკა, სპორტისა და დასვენების ინვენტარი, თუმცა კატეგორიების ჩამონათვალი, ეტაპობრივად, აუცილებლად გაიზრდება.

 

[პარტნიორის კონტენტი]

Neon Warrior-ის ახალი ალბომი CES Records-ზე გამოვიდა

რას შეცვლის სამყაროში Hyundai 2045 წლამდე? – ნახეთ BBC-სთან ერთად შექმნილი ახალი კამპანია