in

Mymarket-ის და თიბისი ბიზნეს კლუბის აქცია ბიზნესებისთვის

საერთო შეთავაზების ფარგლებში, Visa ბიზნეს კლუბის ბარათის მფლობელები, სარეკლამო პაკეტის შეძენის შემთხვევაში, 20%-იანი „ქეშბექით“ (მაქსიმუმ 500₾) ისარგებლებენ. ხოლო მაღაზია, რომელიც განთავსებულია Mymarket-ის ციფრულ სივრცეში და ამავე დროს, თიბისი ბიზნეს კლუბის წევრია, ყოველ „ონლაინ“ გაყიდულ პროდუქტზე, დამატებით მიიღებს 7%-იან „ქეშბექს“ (მაქსიმუმ 500₾). „ქეშბექის“ მისაღებად, მნიშვნელოვანია, Mymarket-ზე მითითებული გქონდეთ ბიზნეს კლუბის ბარათი.

Mymarket სულ ახლახან, სრულად განახლდა, უფრო მეტად მოერგო მომხმარებლის სურვილებს, დაემატა სერვისები, რომლებიც როგორც ფიზიკურ პირებს ისე ბიზნესებს გაუმარტივებს E-Commrece-ში ჩართვასა და შემდეგ გაყიდვის პროცესს.

ერთ-ერთი სიახლე იქნება სარეკლამო პაკეტების ნაკრების გამოწერა, მაღაზიების მიერ. სარეკლამო პაკეტები გულისხმობს ფასიანი სერვისების ნაკრებს, სადაც შედის: VIP სერვისები, განახლება და მარკეტინგული მხარდაჭერა.

შეთავაზება ძალაშია 2 აგვისტოდან 31 ოქტომბრის ჩათვლით.

თიბისი ბიზნეს კლუბი ეს არის სივრცე ბიზნესისათვის, რომელიც მიზნად ისახავს თქვენს ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას, წევრებს შორის გამოცდილების გაზიარებას, ნეთვორქინგსა და სოციალიზაციას.

ისევე როგორც Mymarket-სთვის, თიბისი ბიზნეს კლუბისთვისაც მთავარ მიზანს წარმოადგენს ადამიანებისა და ბიზნესების ცხოვრების გამარტივება. სწორედ ამ შთაგონებით გაერთიანდა ორი ბრენდი და 2 აგვისტოდან შეგიძლიათ მათი საერთო აქციით სარგებლობაც.

 

[R]

„ხემსი“ – ეს არის პრემიუმ ხარისხის პროდუქტი მათთვის, ვისაც სწრაფად და ჯანსაღად კვება სურს

ტოქსიკური სამუშაო გარემო დეპრესიის რისკს სამჯერ ზრდის!