11
Sep
2019

როგორი იქნება დიდი ცვლილებები MyMarket.ge-ზე?

11 Sep 2019

MyMarket.ge-მ, თავის ფეისბუკ გვერდზე, მნიშვნელოვანი სიახლეები დააანონსა. თუკი დავეყრდნობით რამდენიმე კვირის წინ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თიბისი ონლაინ პლატფორმა My.ge-ს საკონტროლო პაკეტს, დაახლოებით, 19 მლნ ლარად ყიდულობს. თუმცა, ცვლილებებზე მუშაობა MyMarket-ს გუნდმა, ჯერ კიდევ, რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ონლაინ პლატფორმა MyMarket უკვე 16 წელია, რაც უამრავ მომხმარებელს სასურველი ნივთის ყიდვა-გაყიდვაში ეხმარება. ვებგვერდი, სადაც სულ მცირე ერთხელ, ალბათ, ყველას გვიძებნია სასურველი განცხადება, დღეს მასშტაბურ ცვლილებებს აანონსებს.

ნიკა ჩილინდრიშვილი, MyMarket.ge, პროექტის მენეჯერი: “MyMarket.ge-ს განახლებაზე, ბოლო რვა თვეა, ინტენსიურად ვმუშაობთ. განახლებულია საიტის ვიზუალი, ძირითადი გვერდები უკვე გადახალისებულია და ფუნქციონალებიც დამატებულია. მომხმარებელი ამ ყველაფერს სულ მალე იხილავს. ვმუშაობთ, რომ გამყიდველის სამართავი პანელი უფრო დაიხვეწოს და გაუმჯობესდეს აპლიკაცია მობილური მომხმარებლისთვის. ცვლილებები მომხმარებლების ფოკუს-ჯგუფებთან აქტიური კონსულტაციით განვახორციელეთ. ყველა განახლების შესახებ დაიდება ვიდეორგოლი, რომელიც მომხმარებელს სიახლესთან შეჩვევაში დაეხმარება. ყოველთვიურად, MyMarket-ს 900 000 ვიზიტორი სტუმრობს და ატაპტაციაში ხელის შეწყობა ძალიან სჭირდებათ. ამას კი, მეგობრული კომუნიკაციითა და ვიდეოების საშუალებით ვაკეთებთ. აქამდე თუ მომხამრებელი გვკარნახობდა რა და როგორ გაგვეკეთებინა, ახლა გვსურს, რომ MyMarket-მა შეუქმნას თითოეულ მათგანს პერსონალური გამოცდილება. ჩვენი ბრენდის დაპირება მომხმარებელებთან უცვლელია: მარტივად ნახე საშენო.

 

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა