Myparts.ge საქართველოში ავტონაწილების ყიდვა-გაყიდვის ყველაზე დიდი პლატფორმაა. კომპანიის მიზანი, Myparts.ge-ის ვებგვერდით სარგებლობისას ავტომფლობელებისთვის ყოველდღიურობის გამარტივება და მათ საჭიროებებზე მორგებული, საუკეთესო გამოცდილების შექმნაა.
სწორედ ამიტომ, კომპანიის ვებგვერდის უახლესი ვერსია კიდევ უფრო გამარტივებულ ნავიგაციასა და საძიებო სისტემას გულისხმობს. ამ გზით, მომხმარებლებს კიდევ უფრო სწრაფად და მარტივად შეუძლიათ სასურველი ნაწლების მოძიება და საბოლოოდ, ყიდვა-გაყიდვის სრული გამოცდილება ხდება მაქსიმალურად კომფორტული.
Myparts.ge-ის დახმარებით, შეგიძლია შემდეგი სერვისებით ისარგებლო:
- შეიძინო ავტონაწილები ფიზიკური პირებისგან;
- მოიძიო სასურველი ავტონაწილი ე.წ. “დაშლილების გატეგორიაში”, რაც არა კონკრეტულად ერთი ნაწილის შესახებ განცხადებას, არამედ ისეთი მარკისა და მოდელის მანქანის განცხადებას გულისხმობს, რომელიც იშლება;
- მოითხოვო ექსპერტის დახმარება, რომელიც სასურველი ავტონაწილის მოძიებაში დაგეხმარება და შეძენის შემთვევაში, მიტანის სერვისითაც ისარგებლებ;
- შეიძინო ავტომობილის სასურველი ნაწილი ონლაინ მაღაზიებისგან;
- გაეცნო ავტომომსახურებებს;
- თუ ფიზიკური პირი ხარ, ატვირთო განცხადება და გაყიდო ავტომობილის მეორადი ნაწილები;
- დაათვალიერო მოთხოვნილი ავტონაწილები, რომელზეც შეთავაზების გაკეთება ნებისმიერ მსურველს შეუძლია და დაზოგო დრო, ვინაიდან ნაწილის გაყიდვის შემთხვევაში მის ტრანსპორტირებას მყიდველამდე Myparts-ის გუნდი უზრუნველყოფს.
[R]