in

Myparts-მა, ავტონაწილების ყიდვა-გაყიდვის გამარტივებისთვის, ახალი მოდული შექმნა

Myparts ავტომობილის ნაწილის ძიებას კიდევ უფრო გაგიმარტივებს ავტონაწილების მოთხოვნის მოდულით, რომელიც პლატფორმას ახლახან დაემატა. ამიერიდან, შეგიძლია, მანქანის ნაწილი შეიძინო „ონლაინ“ მაშინაც კი, როდესაც მისი სახელი არ იცი, მხოლოდ ფოტოსურათი გაქვს და მაშინაც, როდესაც მისი ზუსტი ტექნიკური მონაცემები არ გახსოვს. მეტიც, ახალი შესაძლებლობით მიიღებ შემოთავაზებებს და შეგეძლება შეადარო ფასი, იყიდი ეკონომიურად და ყოველთვის იპოვი ზუსტად საშენოს, კონკრეტულ მოდელზე მოდიფიკაციების და სხვაობების მიუხედავად.

bog
bog-mob

ამავე მოდულის მეშვეობით, უფრო მარტივად შეძლებ ავტონაწილების რეალიზაციასაც, გაყიდი ნივთს იმ შემთხვევაშიც, როდესაც არ იცი რომელ კატეგორიაში დაამატო ის და დაზოგავ დროს ნაწილების ცალ-ცალკე დამატებაზე.

იმისთვის, რომ მოითხოვო ავტონაწილები, ეწვიე ბმულს და აირჩიე ტექნიკის ტიპი, მიუთითე შენთვის ცნობილი ინფორმაცია და აირჩიე ნაწილის კატეგორია. თუ ნაწილის შესახებ არ ფლობ საკმარის ინფორმაციას, როგორიც არის მისი ტექნიკური მახასიათებლები თუ მოდიფიკაცია, არც ეგ შეგაფერხებს. აქ შეგიძლია, მოითხოვო ფოტოსურათის მეშვეობით, ან განცხადებას დაურთო აღწერა მინიმალური ინფორმაციით, რათა მიიღო შემოთავაზებები, შეადარო ფასი და იყიდო ეკონომიურად.

ხოლო თუ გსურს, მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, გაყიდო ავტონაწილები ეწვიე ბმულს და შესთავაზე ზუსტად იმას, ვისაც სურს.

Myparts-ის სტრატეგიული მიზანია შევქმნათ ეკოსისტემა, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს გაუმარტივებს ავტონაწილების „ონლაინ“ ყიდვა-გაყიდვას, დაეხმარება ყიდვის პროცესში სწორი არჩევანის გაკეთებაში და როგორც დროის, ისე ხარჯების დაზოგვაში.

 

[პარტნიორის კონტენტი]

SpaceX Dogecoin-ით დაფინანსებულ თანამგზავრს მთვარეზე გაუშვებს!

TIDA-ს ფარგლებში, „ონლაინ“ სესია  – „ML მოდელების ქცევის ახსნის მეთოდები“ გაიმართება