in

Myparts-ის ელ. კომერციის პლატფორმა „გაეშვა“

„Myparts-ის, როგორც Myauto-ს ქვე-ბრენდის სტრატეგიული მიზანია, შექმნას ისეთი ეკოსისტემა, რომელიც მომხმარებლებს ავტონაწილების ყიდვა-გაყიდვას გაუმარტივებს. ასევე, ბიზნესში ჩართულ მაღაზიებს, გაციფრულებაში დაეხმარება. სწორედ ამიტომ, პირველად საქართველოში, Myparts გთავაზობთ ავტონაწილების ყიდვა-გაყიდვას, სრულად დისტანციურად, ვებგვერდზე ანგარიშსწორებით და ადგილზე მიტანით“. 

კომპანიაში ამბობენ, რომ მომხმარებელს ვებგვერდზე ნივთების ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი დახვდება. მათ შორის, შესაძლებელია სპეც.ტექნიკის ნაწილების შეძენა.

„აქვე შეიძენთ ნივთებს სხვადასხვა კატეგორიიდან, ისეთებს, როგორებიცაა: ძრავი და მისი კომპონენტები; სავალი ნაწილები, ძარის ნაწილები და კომპონენტები, ფარები და ნათურები, ელექტრობა, საცხებ-საპოხი მასალები, აქსესუარები და საბურავები. Myparts ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე. სწორედ ამიტომ, თანამშრომლობს წამყვან ბრენდებთან და ბრენდულ მაღაზიებთან, რომელთა პროდუქციაც მაღალი ხარისხის გარანტიას იძლევა“. 

Myparts ახლახან განახლდა და მომხმარებელს იმ სერვისებს სთავაზობს, რომლებიც  მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის ავტონაწილებს და ამარტივებს მათ შეძენას. ვებგვერდზე, ცოტა ხნის წინ, განთავსდა ნაწილის მოთხოვნის მოდული. მისი გამოყენებით, შესაძლებელია მანქანის ნაწილის შეძენა მხოლოდ ფოტოსურათით, ან მის გარეშე. ასევე, იმ შემთხვევაში, როცა სახელი თუ ტექნიკური მონაცემები უცნობია.

„აღწერე შენთვის სასურველი ნაწილი, მიიღე შეთავაზებები, შეადარე ფასი და იყიდე უფრო სარფიანად“. 

 

[R]

მარიამ ქოიავა – #პირველისამსახური

ფარიკაობა ოლიმპიადის ისტორიაში