23
Sep
2019

მედიაპლატფორმა – Myrugby.ge რაგბის გულშემატკივრებისთვის

23 Sep 2019

20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე, იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს. სპეციალურად ამ ჩემპიონატისთვის შეიქმნა ახალი ონლაინ მედიაპლატფორმა – Myrugby.ge. კომპანიის განცხადებით, მსგავსი ვებგვერდი, რომელიც სპეციალურად რაგბის მსოფლიო თასს ეძღვნება, აქამდე საქართველოში არ არსებობდა და ქართულ მედიასივრცეში სიახლეს წარმოადგენს.

ვებგვერდის დახმარებით, რაგბის გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება ოპერატიულად მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მიმდინარე მსოფლიო თასზე. მათ შორის, შეეძლება გაეცნოს უახლეს ამბებს, მატჩების განრიგსა და სატურნირო ცხრილებს, გუნდებისა და მოთამაშეების ინდივიდუალურ სტატისტიკას, ბლოგებს, ინტერვიუებს, მატჩების პრევიეუსა და გარჩევებს, ასევე, წვდომა ექნება ვიდეოკონტენტზე და ა.შ.

ვებგვერდის შექმნაზე Goal.ge-ს გუნდმა იზრუნა, რომელიც ქართულ ბაზარზე საკმაო ხანია ერთ-ერთ წამყვან საფეხბურთო ონლაინ მედიასაშუალებად ითვლება. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქართული სპორტის პოპულარიზაცია და მისი გაშუქების ხელშეწყობაა. სარაგბო მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, Myrugby.ge ყოველდღიურ რეჟიმში გააშუქებს მოვლენებს რაგბის სამყაროს ირგვლივ, განსაკუთრებული ყურადღება კი ქართულ საკლუბო და სანაკრებო რაგბს დაეთმობა.

კომპანიის განცხადებით, ვებგვერდზე მუშაობენ პროფესიონალი ჟურნალისტები, რომლებსაც ზურგს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება უმაგრებთ და მკითხველს საინტერესო, ხარისხიან სიახლეებს ოპერატიუალად აწვდიან. აღსანიშნავია, რომ გარდა ვებპლატფორმისა, ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება myrugby.ge-ს ფეისბუკ გვერდზეც.

[R]

განხილვა