in

განახლებული MySilknet აპლიკაცია: მეტი კომფორტი, მეტი ფუნქციონალი, მეტი შესაძლებლობა

სილქნეტი აბონენტებს MySilknet აპლიკაციის განახლებულ ვერსიას სთავაზობს, რომელიც გაუმჯობესებული დიზაინის გარდა, კიდევ უფრო მეტ კომფორტს, ფუნქციონალს და შესაძლებლობას აერთიანებს.

MySilknet სილქნეტის აბონენტებს მათი მობილური და ფიქსირებული ანგარიშების მართვის საშუალებას აძლევს. ეს განახლება კი კიდევ უფრო მეტს გთავაზობს.

რა არის ახალი MySilknet-ში?

ახალი ფუნქციები, რომლებიც შენს ცხოვრებას გაამარტივებს

  • მეტი კომფორტი: დაივიწყე პაკეტების ხელით განახლება, მიაბი საბანკო ბარათი აპლიკაციაში და ვადის გასვლის შემდეგ, შენი პაკეტი ავტომატურად განახლდება.
  • მეტი ფუნქციონალი: თუ ინტერნეტი არ გაქვს, მაინც შეგიძლია აპლიკაციაში დამახსოვრებული ბარათით ან მობილურის ბალანსით შეიძინო პაკეტი, ჩაირიცხო თანხა და გადარიცხო სხვა ნომერზე.
  • მეტი შესაძლებლობა: შეგიძლია მარტივად მართო განახლების პარამეტრები და აირჩიო განახლების სასურველი მეთოდი – მობილურის ბალანსი ან საბანკო ბარათი.

მობილური სერვისები

  • შეავსე ბალანსი სილქნეტის ნებისმიერ ნომერზე.
  • მართე მობილური პაკეტები და შეამოწმე დარჩენილი ბონუსები.
  • შეიძინე eSIM ან სტანდარტული სიმბარათი.
  • აღმოაჩინე სილქფესტის ექსკლუზიური შეთავაზებები.
  • გაიაქტიურე სხვა სერვისები – როუმინგი, გამოტოვებული ზარი, ნომრის დაფარვა/ამოცნობა, “ხაზზე ვარ” და სხვა.
  • შექმენი შენი პაკეტი მეტი – ინტერნეტის, სასაუბროს და SMS-ების სასურველი მოცულობით, მიიღე შენთვის იდეალური პაკეტი.

ფიქსირებული სერვისები

  • მარტივად დაფარე სახლის ინტერნეტის და Silk TV-ის გადასახადი როგორც შენთვის, ისე – სხვა აბონენტისთვის.
  • შეუკვეთე დამატებითი სერვისები, როგორიცაა პაკეტი Gamer, ოპტიკური ბუსტი, ღამის ექსპრესი და სხვა.
  • დაიმატე თემატური პაკეტები ტელევიზიისთვის: სპორტი, კინო და ა.შ.

გადახდის უსაფრთხო გზა

  • განახორციელე ნებისმიერი ტრანზაქცია Google Pay ან Apple Pay-ით, უსაფრთხოდ და მარტივად.
  • ასევე, რა თქმა უნდა, შეგიძლია დაამატო საბანკო ბარათი ან შეიძინო პაკეტები მობილურის ბალანსით.

ლოიალობის ერთობლივი პროგრამები

  • სილქ ბანკი & სილქნეტი: სილქნეტის ნებისმიერ აბონენტს შეუძლია შემოსავლების დადასტურების გარეშე, გამარტივებული მეთოდით დაიმტკიცოს სესხის ლიმიტი სილქ ბანკში.
  • სილქ ჰოსფითალითი & სილქნეტი: დააგროვე ქულები Silk Hospitality-ის ობიექტებში სტუმრობისას. MySilknet-ის მომხმარებლები ავტომატურად გადადიან ლოიალობის პროგრამის უფრო მაღალ საფეხურზე, იღებენ მეტ ქეშბექს და სპეციალურ შეთავაზებებს.
  • ვისოლი & სილქნეტი: მიიღე ექსკლუზიური ფასდაკლება ვისოლის საწვავზე და ყოველი თვის ბოლოს, შეივსე სილქნეტის საჩუქრებით.

გადმოწერე განახლებული MySilknet აპლიკაცია დღესვე და აღმოაჩინე მეტი!

 

[პარტნიორის კონტენტი]

Hilton garden Inn Tbilisi Riverview პლასტმასის ნარჩენების შემცირებისთვის

როგორ უნდა იმოქმედოს ბიზნესმა სტიქიის დროს?