in

თუ Myspace გენატრებათ, Spacehey თქვენთვის შეიქმნა!

მას ამ ეტაპზე 55 000 აქტიური მომხმარებელი ჰყავს

veon
veon

18 წლის გერმანელმა თინეიჯერმა შექმნა SpaceHey, რომელიც MySpace-ის ერთგვარი გარდაქმნაა. ამიტომაც, ახალი პლატფორმა განსაკუთრებულ ყურადღებას ნოსტალგიური განწყობის მქონე ადამიანებისგან დაიმსახურებს, რომლებსაც გაუქმებული “მაისფეისი” ენატრებათ.

როგორც აღვნიშნეთ, SpaceHey ძალიან ჰგავს MySpace-ს, რიგი ფუნქციებით, თუმცა პირველი მათგანი უფრო მეტად ფოკუსირებულია პერსონალიზაციასა და კონფიდენციალურობაზე. ასევე, აღსანიშნია “ლოალური” კონფიდენციალური პოლიტიკა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მხოლოდ სასურველი პირადი ინფორმაცია გამოაჩინონ. თანაც, მისი შემქმნელი აქტიურად პასუხობს ყველა შეკითხვას და ეხმიანება საჩივრებს, რათა სიძულვილის ენა და შევიწროება აღმოფხვრას.

ერთგვარ სახალისო ამბავს წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ რადგანაც MySpace მრავალი მუსიკალური ჯგუფის წარმატების მომტანი იყო, როგორიცაა მაგალითად, Arctic Monkeys, ახლად შექმნილი პლატფორმისადმი დიდი ინტერესი სწორედ მუსიკოსებმა და პოეტებმა გამოიჩინეს.

ამ ეტაპისთვის მას მთლიანობაში 55 000 აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

რა ხდება ამერიკის შუაგულში? – Jeep-ის რეკლამა სუპერთასისთვის

9 თებერვალი უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღეა!