აქტიური დასვენება, გართობა და ელექტრონული მუსიკა ერთ სივრცეში – ეს არის Festival “Haerze”, რომელიც საირმესთან ახლოს, ზეკარში ჩატარდება.
ფესტივალის ორგანიზატორები განმარტავენ, რომ მძიმე პერიოდის შემდეგ მათ გადაწყვიტეს ქართველი არტისტების მხარდაჭერა, ახალი რეგიონის აღმოჩენა და ამავდროულად, ფართო საზოგადოების განწყობის ამაღლება. სწორედ ამიტომ, ღონისძიებას განსხვავებული კონცეფცია ექნება და სცენა მხოლოდ ქართველ არტისტებს დაეთმობათ.
„ძალიან გვიხარია რომ ახალ სივრცეს ვქნით ახალ რეგიონში, განსხვავებული კონცეფციით და იდეით. წვლილი შეგვაქვს რეგიონის ტურისტულ და კულტურულ განვითარებაში. ჰაერზე – ეს არის სივრცე მთებში, სადაც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ საინტერესო და უცნობი ადგილები, მოუსმინოთ საყვარელ არტისტებს, დაკავდეთ სპორტით, დაისვენოთ მეგობრებთან ერთად. 2 დღის განმავლობაში, ადგილობრივი სცენის, ყველა წამყვანი კლუბის რეზიდენტი დაუკრავს. 34 ქართველი არტისტი, 3 სცენაზე გადანაწილდება.
სტუმრებს დახვდებათ კვების ობიექტები, ბარები, სტარტაპები. ასევე გასართობი და სახალისო აქტივობები, მათ შორის: Archery Tag, „ლევიოსას“ იოგას ინსტრუქტორი, კი სტუმრებს პილატესს და იოგას ავარჯიშებს. იქნება სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებები და თამაშები.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქუთაისის ტურიზმის ცენტს, ასევე ბაღდათის მუნიციპალიტეტს, რომელებიც აქტიურად არიან ჩართულები, რომ ეს რეგიონი ამ მიმართულებით განვითარდეს და მხარს გვიჭერენ.“- ფესტივალის ორგანიზატორი, ანანო თავხელიძე.
ფესტივალის ერთ-ერთი პარტნიორია, ყველაზე დიდი სტარტაპ მარკეტი Mystartup, სადაც 100-ზე მეტი სტარტაპერის, 1500-ზე მეტი უნიკალური და ხელნაკეთი პროდუქციაა განთავსებული.
“ჩვენ მუდმივად ვცდილობთ სტარტაპერებს შევთავაზოთ ისეთი პროდუქტები ან სერვისები, რაც მათ ცხოვრებას გაამარტივებს და დაეხმარება ბიზნესის განვითარებაში. აღნიშნული ფესტივალიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. სტარტაპერებს დავეხმარებით საკუთარი პროდუქცია უფრო მეტ ხალხს გააცნონ და დაასტიმულირონ გაყიდვები. ფესტივალზე Mystartup-ის სტარტეპრები ისარგებლებენ განსაკუთრებული შეთავაზებით და განთავსდებიან ფესტივალის სივრცეში სპეციალური პირობებით”- Mymarket-ის მიმართულების მარკეტინგის მენეჯერი, მარიამ გოგსაძე.
მუსიკის გარდა, ფესტივალის სტუმრებს არაერთი გასართობი და სახალისო აქტივობა დახვდებათ. მათ შორის: Archery Tag, „ლევიოსას“ იოგის ინსტრუქტორი, რომელიც მსურველებს იოგას ავარჯიშებს, ასევე იქნება სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებები და თამაშები.
ფესტივალი „ჰაერზე“ – ეს არის სივრცე თავისუფლებისთვის, დასვენებისთვის, მეგობრებისთვის, ახალი აღმოჩენებისთვის, ახალი ადამიანებისთვის და რაც მთავარია, საუკეთესო მოგონებებისთვის.
ფესტივალის მთავარი პარტნიორია კოკა-კოლა.
თუ გსურთ თქვენი სტარტაპი წარმოდგენილი იყოს ფესტივალზე, შეავსეთ მარტივი ფორმა
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ.
ფესტივალის ლაინაფი და დეტალები
23-24 ივლისს გელოდებით #ჰაერზე
[R]