ვისკი Mystic’s Galactic მიდის იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ველით — ის ორბიტაზე გაივლის თავისი წარმოების პროცესის დასასრულს. როდესაც სასმელი მზად იქნება, კომპანია ხუთ კასრს დაამაგრებს SpaceX-ის რაკეტას, რომელიც მათ დაბალ ორბიტაზე გადაიტანს, ერთი წლის ვადით.
ერთწლიანი დაძველების შემდეგ ვისკი 100 ბოთლში ჩამოისხმება, თითოეულის ღირებულება კი 75 000 აშშ დოლარი იქნება. ის შესაბამის ყუთში იქნება მოთავსებული, ვისკის კასრის ნატეხთან ერთად. შესაძლოა, ინიციატივა უბრალო გართობად გეჩვენებოდეთ, მაგრამ Mystic აღნიშნავს, რომ კასრების გაგზავნა კოსმოსში ისეთივე რთულია, როგორც — ადამიანების.
ამასთან, სასმლის კოსმოსური თავგადასავალი სითხის, ორბიტალური მექანიკის და საჰაერო კოსმოსური ინჟინერიის თითქმის ყველა სხვა ასპექტის შემოწმებას ემსახურება. მსგავს სიტუაციაში ალკოჰოლის მოთავსება წარმოუდგენლად იშვიათია და არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ რეაგირებს სითხე კოსმოსურ პირობებზე. ან, როგორ იმოქმედებს ეს გემოს მახასიათებლებზე.